ქალაქი თბილისი , ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით., (ნაკვ.1/73)
Решение
- Номер решения
- 944742
- Дата решения
- 12 октября 2013 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- რამაზ მოსაშვილი
- Застройщик (код компании)
- 205038546
Участок
- Кадастровый код
- 01.14.08.001.073
- Собственник
- სააქციო საზოგადოება ,, იბერია უძრავი ქონება" (205038546)
- Площадь
- 2 412 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.08.001.073Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1166845
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 4 октября 2013 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 8 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 12 октября 2013 г.Решение944742 - Выдано
- 12 октября 2013 г.Ответ города
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 ივლისის #780061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 04 ოქტომბერს #AR1166845 განცხადებით მომართა სს ”იბერია უძრავი ქონება”–ს დირექტორმა რამაზ მოსაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 08 ივლისის #780061 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საზაფხულო ფართობში შემავალი ფართების ჩაშლა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 ივლისის #780061 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით (ნაკვ#1/73), სს ,,იბერია უძრავი ქონება"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სახლი #15) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 09 ივლისიდან 2014 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით. ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილებები განხორციელდა სამსახურის 2013 წლის 03 სექტემბრის #879990 და 2013 წლის 23 სექტემბრის #908663 ბრძანებებით და საცხოვრებელი ფართობად დაფიქსირდა 1142 კვ.მ, საზაფხულო ფართობად - 388.5 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობად დაფიქსირდა 2126.7 კვ.მ. განმცხადელი ითხოვს საზაფხულო ფართობში შემავალი ფართების ჩაშლას, კერძოდ: აივნების ფართობად 43.1 კვ.მ–ს დაფიქსირებას, ხოლო ტერასების ფართობად 345.4 კვ.მ–ს მითითებას. სამსახურმა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ აივნებისა და ტერასების ფართობების ჯამი უდრის სამსახურის 2013 წლის 03 სექტემბრის #879990 ბრძანებაში მითითებული საზაფხულო ფართობის ციფრობრივ მაჩვენებელს. ამასთან, ჩაშლილი ფართების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს ცვლილება ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრის ნაწილში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 ივლისის #780061 ბრძანებაში და საზაფხულო ფართობის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: . საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 388.5 მათ შორის: .აივნების ფართობი (კვ.მ).: 43.1 . ტერასების ფართობი (კვ.მ).: 345.4 2. დანარჩენ ნაწილში ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 ივლისის #780061 ბრძანება დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 ივლისის #780061, 2013 წლის 03 სექტემბრის #879990 და 2013 წლის 23 სექტემბრის #908663 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление