ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , N 6 / ქალაქი თბილისი , შატბერაშვილის ქ. N6-ის მიმდ (01.14.11.060.024-ის მიმდ)
Решение
- Номер решения
- 1411685
- Дата решения
- 15 августа 2014 г.
- Результат
- Отказано
- Срок строительства
- 5 августа 2014 г. – 5 октября 2016 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- მიხეილ კუჭავა
- Застройщик (код компании)
- 404989973
Участок
- Кадастровый код
- 01.14.11.060.073
- Собственник
- ნინო გელაშვილი (P/N: *********19)
- Площадь
- 632 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.11.060.073Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1240155
- Статус
- Отказано
- Зарегистрировано
- 25 июля 2014 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 21 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 15 августа 2014 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 25 ივლისს #AR1240155 განცხადებით მომართა შპს „MK Development“–ის დირექტორმა მიხეილ კუჭავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 17.07.2014 წ. #1391675 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დამკვეთად ნინო გელაშვილის, მანანა მერკვილაძისა და თამარ ყაჭეიშვილის ნაცვლად შპს „MK Development“–ის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.07.2014 წ. #1391675 ბრძანებით ქ. თბილისში, შატბერაშვილის ქუჩა #6 / ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. #6-ის მიმდებარედ (#01.14.11.060.024-ის მიმდ), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.11.060.073) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტში დამკვეთებად მითითებულნი არიან ნინო გელაშვილი, მანანა მერკვილაძე და თამარ ყაჭეიშვილი. მოგვიანებით, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 04.08.2014წ. 1415896 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 05 აგვისტოდან 2016 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დაკვეთად დაფიქსირდა მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე, შპს „MK Development“–ი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დღეის მდგომარეობით საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „MK Development“–ი (განაცხადის #882014393232, ამონაწერის მომზადების თარიღი: 28/07/2014, საკადასტრო კოდი: #01.14.11.060.073). განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 25 ივლისის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნინო გელაშვილმა, მანანა მერკვილაძემ და თამარ ყაჭეიშვილმა საპროექტო მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: #01.14.11.060.073) 17.07.2014 წ. #1391675 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი საკუთრებაში გადასცეს შპს „MK Development“–ს. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან პროექტის შეთანხმების სტადიაზე ნებართვის გამცემი ორგანო არ იკვლევს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას (მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე დამკვეთს წარმოადგენს განმცხადებელი), სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით ცვლილება შეიტანოს პროექტის შეთანხმების შესახებ 17.07.2014 წ. #1391675 ბრძანებაში. თუმცა, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 04.08.2014წ. 1415896 ბრძანებაში დაკვეთად დაფიქსირდა შპს „MK Development“–ი.
Показать ещёСвернуть
- 15 августа 2014 г.Решение1411685 - Отказано
- 25 июля 2014 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- tanxmoba cvlilebaze.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление