OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა თიანეთი , N 95

AR1251661Разрешение на строительствоИное назначение18 сентября 2014 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
1520982
Дата решения
8 октября 2014 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
უჩეჩუკვუ უვაკვე
Организация
8814
Застройщик (код компании)
200269468

Участок

Кадастровый код
01.12.03.033.019
Собственник
შპს "იუსი საუკეთესო" (*********86)
Площадь
540 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1251661
Статус
Согласовано
Зарегистрировано
18 сентября 2014 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
20 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 8 октября 2014 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 14.02.2014წ. #1115775 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 09/18/2014წ. #AR1251661 განაცხადით მომართა უჩეჩუკვუ უვაკვემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 14.02.2014წ. #1115775 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის მიერ, 14.02.2014წ. #1115775 გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ქუჩა თიანეთის #95–ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #01.12.03.033.019), სავაჭრო ცენტრის აშენების მიზნით, დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. დამკვეთად დაფიქსირდა უჩეჩუკვუ უვაკვე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას ადგილი არ ჰქონია. დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 14.02.2014წ. #1115775 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, აღარ აქვს აღნიშნული პირობების საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დამკვეთს აღარ გააჩნია სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია 14.02.2014წ. #1115775 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს უჩეჩუკვუ უვაკვეს 09/18/2014წ. #AR1251661 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 14.02.2014წ. #1115775 გადაწყვეტილება. 3. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის.: ჟ. შარტავას ქუჩა #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 8 октября 2014 г.Решение1520982 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление