ქალაქი თბილისი , ქუჩა ც. დადიანი , N 160
Решение
- Номер решения
- 1658703
- Дата решения
- 25 декабря 2014 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- რომანი ბზიავა
- Застройщик (код компании)
- 400048809
Участок
- Кадастровый код
- 01.12.12.004.036
- Собственник
- რომანი ბზიავა (P/N: *********79) (P/N: *********79)
- Площадь
- 601 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.12.12.004.036Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1272441
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 19 декабря 2014 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 25 декабря 2014 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ოქტომბრის #1556894 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 19 დეკემბერს #AR1272441 განცხადებით მომართა რომანი ბზიავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 24 ოქტომბრის #1556894 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ოქტომბრის #1556894 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, ც. დადიანის ქუჩა #160–ში, შ.პ.ს. ,,ატლასი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 05.12.2014 წლის #1628549 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2014 წლის 24 ოქტომბრის #1556894 ბრძანებაში და ბრძანების მე–3 პუნქტში ჩანაწერი:,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით", შეიცვალა ჩანაწერით,, მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით". განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 2509.23 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდა 2503.5 კვ.მ, კომერციულ ფართობად 330.49 კვ.მ–ის ნაცვლად 330.1 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 551.72 კვ.მ–ის ნაცვლად 551.3 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 365.17 კვ.მ–ის ნაცვლად 335.2 კვ.მ. შესაბამისად, ცალკეული ფართობების ციფრობრივი მაჩვენებლების შეცვლის გამო შეიცვალა საერთო ფართობი და 4039.6 კვ.მ–ის ნაცვლად შეადგენს 4076.11 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება 2014 წლის 24 ოქტომბრის #1556894 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ოქტომბრის #1556894 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს – 2509.23 კვ.მ, კომერციულ ფართობად – 330.49 კვ.მ, საზაფხულო ფართობად – 551.72 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად – 365.17 კვ.მ. საერთო ფართობად – 4076.11 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ოქტომბრის #1556894 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 25 декабря 2014 г.Решение1658703 - Выдано
- 11 декабря 2014 г.Файлы загружены
- 11 декабря 2014 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление