ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩოლოყაშვილი , N 48 ა
Решение
- Номер решения
- 1698657
- Дата решения
- 27 января 2015 г.
- Результат
- Другое
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- აკაკი ჩიკვილაძე
- Застройщик (код компании)
- 206045466
Участок
- Кадастровый код
- 01.17.12.060.008
- Собственник
- შპს "მამუკა და მამიკო" (206045466)
- Площадь
- 279 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.12.060.008Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1280009
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 20 января 2015 г.
- Тип
- Реконструкция
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 27 января 2015 г.Решение1698657 - Другое
- 27 января 2015 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ შემდეგს: ვინაიდან მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე არ ფიქსირდება სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობა, აქედან გამომდინარე სამსახურისთვის გაურკვეველია მისი კანონიერების საკითხი. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის კანონიერების დამადასტურებელი საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული კანონმდებლობის მიხედვით უკანონო შენობა-ნაგებობის შემდგომ განვითარებაზე და სარეკონსტრუქციო სამუშაოებებზე სამსახური ნებართვას ვერ გასცემს. აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენასთან ერთად საჭიროა მოხდეს სარეკონსტრუქციო ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრირება და განახლებული საკადასტრო გეგმისა და ამონაწერის წარმოდგენა. მხოლოდ ზემოაღნიშნულის განხორციელების შემდეგ გაითვალისწინეთ: -ვინაიდან ობიექტი განთავსებულია ქალაქგეგმარებით კარკასზე, განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში და საპროექტო დავალებით გათვალისწინებულია ქუჩის მხარეს გამომავალი ფასადის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განთავსებული ნებისმიერი ობიექტის არქიტექტურული გადაწყვეტა, ესთეტიკური თვალსაზრისით უნდა ხასიათდებოდეს მაღალი მხატვრული მონაცემებით, არქიტექტურის სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნია წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით რეკონსტრუქციის განხორციელება. ღიობის რეკონსტრუქციის ნაწილში სამუშაოების ვიზუალური მხარე საჭიროებს უფრო მეტად დახვეწა–გადამუშავებას, საჭიროა ღიობი მოეწყოს ნაკლები დანაწევრებით, ასევე ღიობის რეკონსტრუქციისას მოსაპირკეთებელი მასალებისა და ფერის გადაწყვეტის ნაწილში, გამოყენებულ იქნას თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალები, მეტალოპლასტმასის ღიობების ნაცვლად მოეწყოს ალუმინის ალათებით შევსებული კარ-ფანჯარა. ყოველივე აქდან გამომდინარე წარმოსადგენი იქნება არსებული სიტუაციის ფოტოსურათზე დამუშავებული ზემოაღნიშნულის შესაბამისად განახლებული ფოტომონტაჟები. -არქიტექტურის სამსახურში შემოსულ სარეკლამო აბრაზე შესრულებული წარწერა უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტირირებულ) ფორმას. ორენოვანი მანათობელი წარწერის შემთხვევაში კი ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული (ამჟამად წარმოდგენილ ფოტომონტაჟზე ასახულ სარეკლამო აბრებზე დატანილი წარწერები არ იკითხება). -ვინაიდან ამ ეტაპზე არ არის მოწოდებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის ამონაწერი და აღნიშნული დოკუმენტი ასევე არ იძებნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, შესაბამისად ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ვინაობის დადგენა, აქედან გამომდინარე საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენის დროს გაითვალისწინეთ, რომ სამსახურს განცხადებით უნდა მომართოს ფართის მესაკუთრემ ან მისმა მინდობილმა პირმა. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
Показать ещёСвернуть
- 20 января 2015 г.Файлы загружены
- 20 января 2015 г.Файлы загружены
- 20 января 2015 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- არსებული სიტუაცია.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление