ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩიქოვანი , N 16ა / ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩიქოვანი , N 16ა-ს მიმდებარედ
Решение
- Номер решения
- 1784515
- Дата решения
- 17 марта 2015 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 27 июня 2014 г. – 27 июня 2016 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- მალხაზ ცერცვაძე
- Застройщик (код компании)
- 404894655
Участок
- Кадастровый код
- 01.14.14.008.029
- Собственник
- ლია ხანთაძე (P/N: *********71) (P/N: *********71)
- Площадь
- 304 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.14.008.029Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1288457
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 23 февраля 2015 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 22 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 17 марта 2015 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის #1354548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 23 თებერვალს #AR1288457 განცხადებით მომართა შპს ჩიკოს დირექტორმა მალხაზ ცერცვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის #1354548 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის #1354548 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ჩიქოვანის ქ. #16ა-ში/ ქ. თბილისში, ჩიქოვანის ქ. #16ა-ს მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.14.008.029), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 27 ივნისიდან 2016 წლის 27 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად – 762.0 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდა 717.4 კვ.მ. შესაბამისად, ცალკეული ფართობის ციფრობრივი მაჩვენებლების შეცვლის გამო შეიცვალა საერთო ფართობი და 1502.4 კვ.მ–ის ნაცვლად შეადგენს 1547.0 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის #1354548 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის #1354548 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს – 762.0 კვ.მ., საერთო ფართობად – 1547.0 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის #1354548 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 17 марта 2015 г.Решение1784515 - Выдано
- 23 февраля 2015 г.Файлы загружены
- 23 февраля 2015 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление