OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩოლოყაშვილი , N 48 ა / ქალაქი თბილისი , ჩიხი ჩოლოყაშვილი III , N 4 , (ნაკვეთი N60/30)

AR1319089Разрешение на строительствоИное назначение16 июня 2015 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
1982119
Дата решения
29 июня 2015 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ჯემალ მიმინოშვილი
Застройщик (код компании)
206330406

Участок

Кадастровый код
01.17.12.060.030
Собственник
ი.ბ.ა. "ორთაჭალა-2006" (206330406) (206330406)
Площадь
2 709 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1319089
Статус
Согласовано
Зарегистрировано
16 июня 2015 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
13 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 29 июня 2015 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 16 ივნისის AR1319089 განაცხადით მომართა ჯემალ მიმინოშვილმა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებაში, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ისანი, ჩოლოყაშვილის ქ. №48ა–ში / ქ. თბილისში, ჩოლოყაშვილის III ჩიხის №4-ში (ნაკვეთი №60/30), თანასაკურების მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკ. კოდი N 01.17.12.060.030) შეთანხმდა მრავალფუნქციური ობიექტის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დამკვეთად დაფიქსირდა ი.ბ.ა. "ორთაჭალა-2006" (საიდენტიფიკაციო კოდი.: 206330406) დამკვეთ(ებ)ის სახელი და გვარი -ჯემალ მიმინოშვილი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, არასწორად განხორციელდა საზაფხულო ფართობის მაჩვენებლის დათვლა, რაც შესაბამისად აისახა 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. შესაბამისად, დღესდღეობით განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას და გასწორებული საზაფხულო ფართობის მაჩვენებლის შემდეგი სახით დაფიქსირება: • საზაფხულო ფართობი-13.57 კვ.მ ასევე იცვლება საერთო ფართობის მაჩვენებელი და აღნიშნული წარმოადგენს 384.35 კვ.მ-ს. 2015 წლის 16 ივნისის AR1319089 განცხადებით წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინდა, რომ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებაში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: • საზაფხულო ფართობი-13.57 კვ.მ • საერთო ფართობი- 384.35 კვ.მ 2. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 5 დეკემბრის №1030256 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 29 июня 2015 г.Решение1982119 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление