OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გივი კარტოზიას ქუჩა N10

AR1329371Разрешение на строительствоИное назначение24 июля 2015 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
2057594
Дата решения
10 августа 2015 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ირაკლი ბერიძე
Застройщик (код компании)
405108244

Участок

Кадастровый код
01.10.16.004.194
Собственник
სააქციო საზოგადოება "მ2" (404465529)
Площадь
14 079 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1329371
Статус
Согласовано
Зарегистрировано
24 июля 2015 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
17 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 10 августа 2015 г.Решение2057594 - Выдано
  2. 10 августа 2015 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03.07.2015 წლის #1989208 ბრძანებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ირაკლი ბერიძის 24.07.2015 წლის AR1329371 განცხადება, რომლითაც მოითხოვა ამავე სამსახურის 03.07.2015 წლის #1989208 ბრძანებაში ცვლილების განხორციელება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03.07.2015 წლის #1989208 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, გივი კარტოზიას ქუჩა #10, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა (საკ. კოდი №01.10.16.004.194), მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 03 ივლისიდან 2019 წლის 03 ივლისის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა სს „m2“ (ს/კ 404465529), ემზარ ოთხოზორია. დღეისათვის განმცხადებელი 24.07.2015 წლის AR1329371 განცხადებით ითხოვს სამსახურის 03.07.2015 წლის #1989208 ბრძანებაში დამკვეთის დასახელებასთან დაკავშირებით ცვლილებას და სს „m2“–ის ნაცვლად, შპს "ემკვადრატი იპოდრომთან"–ის დაფიქსირებას, სამშენებლო ობიექტის მესაკუთრის ცვლილების გამო. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე, დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან–მომზადების თარიღი: 07/07/2015 17:26:01; განაცხადის რეგისტრაციის #882015377905, თარიღი: 07/07/2015 12:47:48) სამშენებლო მიწის ნაკვეთის (ს/კ01.10.16.004.194) ახალ მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ემკვადრატი იპოდრომთან“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405108244) და შესაბამისად, მას აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15143114, 06/07/2015 20:05:29) დასტურდება, რომ შპს „ემკვადრატი იპოდრომთან“ –ის დირექტორი არის ემზარ ოთხოზორია. ამდენად, თუ შპს „ემკვადრატი იპოდრომთან“–ის წესდებით არ არის გათვალისწინებული დირექტორის შეზღუდული უფლებამოსილება, შპს „ემკვადრატი იპოდრომთან“–ის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების უფლებამოსილება აქვს მის დირექტორს–ემზარ ოთხოზორიას. სხვა შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ სხვა პირს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შპს „ემკვადრატი იპოდრომთან“–ის დირექტორის, ემზარ ოთხოზორიას მიერ გაცემული 2015 წლის 29 ივლისის #41 მინდობილობით დასტურდება, რომ განმცხადებელ ირაკლი ბერიძეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარმოადგინოს შპს „ემკვადრატი იპოდრომთან“ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობაში 2014 წლის 03 ნოემბრის #1989208 ბრძანებაში მითითებული დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 63–ე მუხლების,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ირაკლი ბერიძის 2015 წლის 24.07.2015 წლის AR1329371 განცხადება; შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 03 ნოემბრის #1989208 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „ემკვადრატი იპოდრომთან“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405108244); წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 24 июля 2015 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

  • შპს ემკვადრატიიპოდრომთან.pdfОткрыть ↗

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление