OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , მარო მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3

AR1329635Разрешение на строительствоИное назначение24 июля 2015 г.- Окрокана
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
2039060
Дата решения
29 июля 2015 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ირაკლი ბერიძე
Застройщик (код компании)
404498129

Участок

Кадастровый код
01.15.07.006.038
Собственник
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი (204378869)
Площадь
3 837 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1329635
Статус
Согласовано
Зарегистрировано
24 июля 2015 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
5 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 29 июля 2015 г.Ответ города

    04.11.2014 წლის #1577343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 24 ივლისს AR1329635 განცხადებით მომართა ირაკლი ბერიძემ და მოითხოვა 04.11.2014 წლის #1577343 ბრძანებაში ცვლილების შეტანა მესაკუთრესა და დამკვეთთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.11.2014 წლის #1577343 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი მთაწმინდა, გზატკეცილი კოჯორი, დასაწყისი, ჩიხი 1, #2, #2-ის მიმდებარე ტერიტორია, #6, #6-ის მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი #6/38), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.15.07.006.038), შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 05 მაისის ჩათვლით. დღეისათვის განმცხადებელი 24/07/2015 წლის AR1329635 განცხადებით ითხოვს 04.11.2014 წლის #1577343 ბრძანებაში მითითებული დამკვეთის ცვლილებას. კერძოდ, დამკვეთად შპს "მ2 სკაილაინი"–ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 404498129) დაფიქსირებას. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე, დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან–მომზადების თარიღი: 24/07/2015 15:49:05; განაცხადის რეგისტრაციის #882015417406, თარიღი: 24/07/2015 14:19:49) სამშენებლო მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.15.07.006.038) ახალ მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მ2 სქაილაინი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404498129) და შესაბამისად, მას აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15152687, 24/07/2015 10:08:13) დასტურდება, რომ შპს „მ2 სქაილაინი“–ის დირექტორი არის ემზარ ოთხოზორია. ამდენად, თუ შპს „მ2 სქაილაინი“–ის წესდებით არ არის გათვალისწინებული დირექტორის შეზღუდული უფლებამოსილება, შპს „მ2 სქაილაინი“–ის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების უფლებამოსილება აქვს მის დირექტორს–ემზარ ოთხოზორიას. სხვა შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ სხვა პირს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შპს „მ2 სქაილაინი“–ის დირექტორის, ემზარ ოთხოზორიას მიერ გაცემული 2015 წლის 28 ივლისის #1 მინდობილობით დასტურდება, რომ განმცხადებელ ირაკლი ბერიძეს მინიჭებული აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, წარმოადგინოს შპს „მ2 სქაილაინი“ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობაში 2014 წლის 04 ნოემბრის #1577343 ბრძანებაში მითითებული დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 63–ე მუხლების,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ირაკლი ბერიძის 2015 წლის 24 ივლისის AR1329635 განცხადება; შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.11.2014 წლის #1577343 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს "მ2 სკაილაინი" (საიდენტიფიკაციო კოდი: 404498129) წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 29 июля 2015 г.Решение2039060 - Выдано
  3. 29 июля 2015 г.Ответ города
  4. 29 июля 2015 г.Файлы загружены
  5. 24 июля 2015 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление