ქალაქი თბილისი , ქუჩა პავლე ასლანიდი , N 14
Решение
- Номер решения
- 2158184
- Дата решения
- 25 августа 2015 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- სოფიო ყაზახაშვილი
- Организация
- 27129
- Застройщик (код компании)
- 206333118
Участок
- Кадастровый код
- 01.10.13.033.012.01.01.001
- Собственник
- შპს "კუზანოვ დენტი" (206333118)
- Площадь
- 239 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.13.033.012.01.01.001Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1336476
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 20 августа 2015 г.
- Тип
- Реконструкция
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 5 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 25 августа 2015 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ: თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (კორპუსის) საერთო ხედის აღქმის და ამის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ შორი მანძილიდან, სხვადასხვა ხედიდან გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ერთიანი ფოტომასალა (და არა ფრაგმენტალური, როგორც ეს წარმოდგენილი გაქვთ), სადაც ნათლად გამოჩნდება მთლიანი შენობის ფასადი და ასევე მათზე დამუშავებული ფოტომონტაჟები ყველა გაბარიტული ზომის ჩვენებით. მხოლოდ ზემოაღნიშნულის წარმოდგენის შემდგომ იმსჯელებს სამსახური მისი მოწყობის მიზანშეწონილობაზე, რომლის დროსაც ასევე გასათვალისიწნებელი და წარმოსადგენი იქნება: 1. ფოტომონტაჟზე მიუთითეთ საპროექტო პანდუსების დახრის კუთხე. სასურველია წარმოადგინოთ საპროექტო პამდუსების სქემატური ნახაზი. გაითვალისწინეთ, რომ პანდუსის დახრა უნდა იყოს 6–8%–ი, ხოლო თუ პანდუსის სიგრძე აღემატება 8 მეტრს, მაშინ ყოველ 6 მეტრზე საჭიროა ბაქნის მოწყობა სიგანით 1,5 მეტრი; 2. საკადასტრო გეგმაზე დაიტანეთ საპროექტო პანდუსები ყველა გაბარიტული ზომის მითითებით. გაითვალისწინეთ: იმ შემთხვევაში, თუ პანდუსები მოეწყობა კორპუსის საკადასტრო საზღვრებში, მაშინ წარმოასადგენი იქნება ამხანაგობის კრების ოქმი (მობინადრეთა თანხმობა) რაც უნდა აიტვირთოს საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3 თანხმობის" ველში (ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული კრების შედეგად შედგენილი) ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კრების დამსწრე წევრების რიცხვითი და %–ული რაოდენობის მითითებით. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 (67%) და ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებს მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. შესაბამისად წარმოსადგენია ოქმი, რომლის თანახმად კრების დამსწრე წევრები შეადგენენ ამხანაგობის წევრთა 2/3 და ჩასატარებელ სამშენებლო სამუშაოებს მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი (გიგზავნით კრების ოქმის ნიმუშს, იხ. დანართი 1), ხოლო თუ მოეწყობა საკადასტრო საზღვრის გარეთ, მაშინ სამსახური გიშუამდგომლებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ "ქონების მართვის სააგენტო"–სთან და ხარვეზების გამოსწორების შემდგომ საკითხი გადაგზავნილი იქნება ზემოაღნიშნულ უწყებაში. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Показать ещёСвернуть
- 25 августа 2015 г.Решение2158184
- 20 августа 2015 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы4
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление