OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტი

AR1342161Разрешение на строительствоИное назначение16 сентября 2015 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
2216413
Дата решения
30 сентября 2015 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ნონიკაშვილი
Застройщик (код компании)
405017716

Участок

Кадастровый код
01.14.06.006.026
Собственник
გია ელიზბარაშვილი (P/N: *********26)
Площадь
2 000 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1342161
Статус
Согласовано
Зарегистрировано
16 сентября 2015 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
14 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 30 сентября 2015 г.Решение2216413 - Выдано
  2. 30 сентября 2015 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.09.2015წ. №2191379 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 16.09.2015წ. AR1342161 განცხადებით მომართა გიორგი ნონიკაშვილმა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.09.2015წ. №2191379 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 08.07.2015წ. №1997435 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, უნივერსიტეტის ქუჩა, შპს "გაზვილი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.14.06.006.026), შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის (კომერციული, საოფისე, საცხოვრებელი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 9 ივლისიდან 2017 წლის 9 ივლისის ჩათვლით. ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „გაზვილი“ (ს/კ 405017716). მშენებლობის ნებართვის სარეზოლუციო ნაწილის მე–4 პუნქტით, დამკვეთს დაევალა ბრძანების გამოცემიდან 70 დღის ვადაში, 2015 წლის 18 სექტემბრამდე) გარკვეული პირობების შესრულება. 15.09.2015წ. №2191379 ბრძანებით კი, შპს „გაზვილი“–ს (ს/კ 405017716) დირექტორის მინდობილი პირის, გიორგი ნონიკაშვილის, განცხადების საფუძველზე, შესრულებულად ჩაითვალა 08.07.2015წ. №1997435 ბრძანების მე–4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. მიღებული ბრძანების გადამოწმების შედეგად, სამსახურმა დაადგინა, რომ გადაწყვეტილების ტექსტში არასწორადაა დაფიქსირებული განმცხადებლის გვარი, კერძოდ, ნონიკაშვილის ნაცვლად, მითითებულია ბეჟანიშვილი. 15/06/2015წ. AR1318433 განაცხადზე წაროდგენილია 2015 წლის 28 აპრილის N001/15 რწმუნებულება, რომლის თანახმად, შპს „გაზვილი“–ს დირექტორი, თეიმურაზ ნადირაშვილი (ს/კ 405017716; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15100499, 07/05/2015 11:05:17), გიორგი ნონიკაშვილს ანიჭებს უფლებამოსილებას „მარწმუნებლის“ სახელით „განახორციელოს არქიტექტურული პროექტის შეთნხმება კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (№01.14.06.006.026), ასევე იყოს კომპანიის წარმოამდგენელი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში, ქ.თბილისის მერიის სამსახურებში, მათ შორის ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურში, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოაწეროს ხელი საჭირო დოკუმენტაციას“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სამსახურის 15.09.2015წ. №2191379 ბრძანების ტექსტში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური ხარვეზი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.09.2015წ. №2191379 ბრძანებაში და ბრძანების ტექსტში, „ბეჟანიშვილის“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ნონიკაშვილი“. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.09.2015წ. №2191379 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 16 сентября 2015 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление