ქალაქი თბილისი , ქუჩა სამღერეთი , N 5
Решение
- Номер решения
- 2341893
- Дата решения
- 16 декабря 2015 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ჯუანშერი შველიძე
- Застройщик (код компании)
- 204555524
Участок
- Кадастровый код
- 01.12.14.094.004
- Собственник
- შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (204555524)
- Площадь
- 7 081 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 13 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.12.14.094.004Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1356356
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 14 декабря 2015 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 2 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 16 декабря 2015 г.Ответ города
სამსახურმა განიხილა თქვენი 2015 წლის 12 დეკემბრის AR1356356 განცხადება, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: #01.12.14.094.004) სასწავლო აუდიტორიის (უმაღლესი სასწავლებელი) მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებას, გაცნობებთ შემდეგს: წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი -1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები რომლის შესაბამისადაც სასწავლო აუდიტორიის (უმაღლესი სასწავლებელი) შენობის სამშენებლო განითარება აღნიშნულ ზონებში ნებადართული არ არის. გამომდინარე აქედან, უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი დასაბუთება/ესკიზი და საკითხი მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე, განხილული იქნება “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” სხდომაზე; ამასთან მოცემულ ტერიტორიაზე შეთანხმებულია პროექტი და გაცემულია ნებართვა არსებული სასწავლო დაწესებულების ბიბლიოთეკის შენობის და არსებული სპორტული მოედნის რეკონსტრუქციაზე, გთხოვთ დააზუსტოთ ექპლუატაციაში მიღებული არის თუ არა აღნიშნული ნაგებობები; საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა (მ1:500) ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით) (თქვენს მიერ წარმოდგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაზე არ არის დატანილი ხელმოწერა) ტოპოგრაფიული გეგმა ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა ატვირთოთ ამავე განაცხადის შესაბამის დახარვეზებულ ველში; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად. თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება დაზუსტებული მოთხოვნა, საკითხი დარჩეს განუხილველი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება ხსენებული განაცხადის წარმოდგენის შემდგომ. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3): დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა); ბაღი; სკვერი; საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო); საბავშვო მოედნები; საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო); ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; ღია საცურაო აუზი; სპორტული მოედანი; ამბულატორია; აფთიაქი; კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის); პირველადი მომხმარების საქონლის მაღაზია; საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი. სასტუმრო (25.11.2011 N 12-55) ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: პარკი; ბულვარი; პოლიკლინიკა; ბარი; კაფე; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ჯიხურები, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის; ბანკის ფილიალი, განყოფილება; სასურსათო და საყოფაცხოვრებო საქონლის სავაჭრო ცენტრი; ოფისი და კანტორა. პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომი; საკულტო შენობები და ნაგებობები.
Показать ещёСвернуть
- 16 декабря 2015 г.Решение2341893
- 26 ноября 2015 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- Samgeretis 5_topo.dwg
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление