OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გიორგი სააკაძის II გასასვლელი N4

AR1363500Разрешение на строительствоИное назначение11 декабря 2015 г.- Сабуртало
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
2364517
Дата решения
29 декабря 2015 г.
Результат
Выдано
Срок строительства
5 июня 2014 г. – 5 декабря 2014 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ჯიმშერი მეფარიშვილი
Застройщик (код компании)
406076561

Участок

Кадастровый код
01.10.13.016.113
Собственник
გია ანდღულაძე (P/N: *********93) (P/N: *********93)
Площадь
572 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

Документ

Номер
AR1363500
Статус
Согласовано
Зарегистрировано
11 декабря 2015 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
18 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 29 декабря 2015 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის №1304999 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 11 დეკემბრის NAR1363500 განაცხადით მიმართა ჯიმშერ მეფარიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის №1304999 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის №1304999 ბრძანებით ქ. თბილისში, ვახუშტის სახელობის ხიდიდან სააკაძის მოედნისაკენ მიმავალ გზაზე, (ნაკვეთის N16/78), შ.პ.ს. ,,არტპალასი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.13.016.113), შემოქმედებითი სტუდიების (ვიდეო რგოლების გადაღების და მონტაჟის სტუდია, ფოტო გადაღების სტუდია, ხმის ჩამწერი სტუდია, სარეკლამო სააგენტო, რადიო სადგურის ოფისი) განთავსების მიზნით შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 05 ივნისიდან 2014 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შ.პ.ს. არტპალასი. საიდენტიფიკაციო კოდი:406076561 განმცხადებლის განმარტებით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია ტექნიკური ხარვეზის გასწორება სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის №1304999 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ტექნიკური ხარვეზის გასწორების შემდგომ დაფიქსირდება შემდეგი მონაცემი: საერთო ფართი 3613.7კვ.მ, ნაცვლად მითითებული 3613.6 კვ.მ–ისა, საზაფხულო ფართი 566.2კვ.მ, ნაცვლად მითითებული 567.0 კვ.მ–ისა, საოფისე ფართობი 1681.0კვ.მ, ნაცვალდ მითითებული 1756.3 კვ.მ–ისა, დამხმარე ფართობი 467.4 კვ.მ. ნაცვლად მითითებული 391.2 კვ.მ–ისა. სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელი, მოახდინა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებთან შედარება და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელი ფართი, არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59 -ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ჯიმშერ მეფარიშვილის 2015 წლის 11 დეკემბრის NAR1363500 განაცხადი. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი 2014 წლის 4 ივნისის №1304999 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელში. კერძოდ: საერთო ფართად დაფიქსირდეს 3613.7კვ.მ, საოფისე ფართად დაფიქსირდეს 1681.0 კვ.მ, საზაფხულო ფართად დაფიქსირდეს 566.2 კვ.მ, დამხმარე ფართად დაფიქსირდეს 467.4. კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის №1304999 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნისიპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის №1304999 ბრძანებასთან ერთად; ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. თბილისის შარტავას ქ.N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 29 декабря 2015 г.Решение2364517 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление