ქალაქი თბილისი , ატენის ქუჩის შესახვევი
Решение
- Номер решения
- 2406803
- Дата решения
- 28 января 2016 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ირაკლი ბარნაბიშვილი
- Застройщик (код компании)
- 404943709
Участок
- Кадастровый код
- 01.14.14.005.195
- Собственник
- მამუკა მაისურაძე (P/N: *********65)
- Площадь
- 2 400 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.14.005.195Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1372759
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 25 января 2016 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 3 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 28 января 2016 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 25 იანვარს #AR1372759 განცხადებით მომართეს ირაკლი ბარნაბიშვილმა და მირიან ქათამაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ატენის ქუჩის შესახვევი, შპს "Real Estate Development Company"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.14.005.195), მრავალფუნქციური შენობის (კომერციული, საოფისე, საცხოვრებელი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „Real Estate Development Company“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016014140, მომზადების თარიღი: 20/01/2016 წ., ს/კ: #01.14.14.005.195) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „Real Estate Development Company“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15194858; მომზადების თარიღი: 30/09/2015 წ.; ს/კ: #404943709) თანახმად, შპს „Real Estate Development Company“–ის დირექტორს წარმოადგენს მირიან ქათამაძე. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 10566.2 კვ.მ–ის ნაცვლად 10563.4 კვ.მ–ის, კომერციულ ფართობად 512.6 კვ.მ–ის ნაცვლად 513.3 კვ.მ–ის, საოფისე ფართობად 1189.8 კვ.მ–ის ნაცვლად 1189.6 კვ.მ–ის, საზაფხულო ფართობად 3067.2 კვ.მ–ის ნაცვლად 3067.5 კვ.მ–ის, რაც თავის მხრივ იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 20792.0 კვ.მ–ის ნაცვლად შეადგენს 20790.0 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 10563.4 კვ.მ., კომერციულ ფართობად – 513.3 კვ.მ., საოფისე ფართობად – 1189.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად – 3067.5 კვ.მ., საერთო ფართობად – 20790.0 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2016 წლის 25 იანვრის #AR1372759 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით; 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #1814754 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 28 января 2016 г.Ответ города
- 28 января 2016 г.Файлы загружены
- 28 января 2016 г.Решение2406803 - Выдано
- 23 января 2016 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление