OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 8 ა , (ნაკვეთი N37/41) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 8 ა , (ნაკვეთი N37/42) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 8

AR1374495Разрешение на строительствоИное назначение1 февраля 2016 г.- Дидубе
Войдите, чтобы отслеживать

Заявитель

Имя
გიორგი მჭედლიშვილი
Застройщик (код компании)
404491297

Участок

Кадастровый код
01.12.08.037.093
Собственник
შპს იმფაირ ბილდინგ (404491297)
Площадь
2 241 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1374495
Статус
Согласовано
Зарегистрировано
1 февраля 2016 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
21 дн.
с момента регистрации до последнего ответа города
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 22 февраля 2016 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 18/11/2015 წლის №2303520 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 01/02/2016 წლის NAR1374495 განაცხადით მომართა გიორგი მჭედლიშვილმა და ამავე სამსახურის 18/11/2015 წლის №2303520 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 18/11/2015 წლის №2303520 ბრძანებით ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზ. N8ა, (ნაკვეთი N37/41), გურამიშვილის გამზ. N8ა, (ნაკვეთი N37/42), გურამიშვილის გამზ. N8, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: N01.12.08.037.093) შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, კომერციული) არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე ამავე სამსახურის 22/12/2015 წლის N2354380 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 18/11/2015 წლის №2303520 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, საცხოვრებელი, კომერციული, სახაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოსა და ავტოსადგომის ფართობები არასწორადაა მითითებული. შესაბამისად, არასწორია საერთო ფართობიც. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 18/11/2015 წლის №2303520 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).:14885.28; საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 8055.49; საზაფხულო ფართობი (კვ.მ):1816.08; კომერციული ფართობი (კვ.მ): 2222.79; ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ):1658.26; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ):1132.66; სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შეესაბამება შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 18/11/2015 წლის №2303520 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).:14885.28; საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 8055.49; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:1816.08; კომერციული ფართობი (კვ.მ).: 2222.79; ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).:1658.26; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).:1132.66; სამსახურის 18/11/2015 წლის №2303520 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 18/11/2015 წლის №2303520 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление