OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გივი კარტოზიას ქუჩა N10

AR1374679Разрешение на строительствоИное назначение1 февраля 2016 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
2446844
Дата решения
22 февраля 2016 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ირაკლი ჩირაძე
Застройщик (код компании)
405108244

Участок

Кадастровый код
01.10.16.004.194
Собственник
სააქციო საზოგადოება "მ2" (404465529)
Площадь
14 079 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1374679
Статус
Согласовано
Зарегистрировано
1 февраля 2016 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
21 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 22 февраля 2016 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03/07/2015 წლის N1989208 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 01/02/2016 წლის AR1374679 განაცხადით მომართა ირაკლი ჩირაძემ და ამავე სამსახურის 03/07/2015 წლის №1989208 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 03/07/2015 წლის №1989208 ბრძანებით ქ. თბილისში, გივი კარტოზიას ქ. N10–ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.16.004.194) შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 03 ივლისიდან 2019 წლის 03 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 03/07/2015 წლის №1989208 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებში ტექნიკური შეცდომაა, კერძოდ, არასწორადაა მითითებული: +31.320 ნიშნულის გეგმაზე N43–ე ბინის, +37.920 ნიშნულის გეგმაზე N51–ე, +44.520 ნიშნულის გეგმაზე N59–ე, +51.120 ნიშნულის გეგმაზე N67–ე და +25.500 ნიშნულის გეგმაზე N696–ე ბინების საზაფხულო ფართობები, ხოლო +21.420 ნიშნულის გეგმაზე N110–ე, +28.020 ნიშნულის გეგმაზე N120–ე და +6.000 ნიშნულის გეგმაზე N364–ე ბინების საცხოვრებელი ფართობები. შესაბამისად, არასწორადაა დაფიქსირებული საცხოვრებელი, საზაფხულო და საერთო ფართობები. წარმოდგენილი განაცხადით, მოთხოვნილია სამსახურის 03/07/2015 წლის №1989208 ბრძანებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა, ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 54729,37; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 7287,87; საერთო ფართობი (კვ.მ).: 93023,08; ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +31.320, +37.920, +44.520, +51.120, +21.420, +28.020, +6.000, +25.500 ნიშნულების გეგმების განმცხადებლის მიერ 01/02/2016 წლის NAR1374679 განაცხადით წარმოდგენილი გეგმებით ჩანაცვლება. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა, გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03/07/2015 წლის №1989208 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 54729,37; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 7287,87; საერთო ფართობი (კვ.მ).: 93023,08; ასევე, №1989208 ბრძანებით შეთანხმებული +31.320, +37.920, +44.520, +51.120, +21.420, +28.020, +6.000, +25.500 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს განმცხადებლის მიერ 01/02/2016 წლის NAR1374679 განაცხადით წარმოდგენილი გეგმებით. 03/07/2015 წლის №1989208 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03/07/2015 წლის №1989208 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 22 февраля 2016 г.Решение2446844 - Выдано
  3. 1 февраля 2016 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление