ქალაქი თბილისი , სოფელი გლდანი
Решение
- Номер решения
- 2464140
- Дата решения
- 7 марта 2016 г.
- Результат
- Отказано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- მალხაზ კოხრეიძე
- Застройщик (код компании)
- 404962634
Участок
- Кадастровый код
- 72.13.28.726
- Собственник
- შპს "ბესტი ჯგუფი" (404962634)
- Площадь
- 4 881 м²
- Назначение земли
- სასოფლო-სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1381927
- Статус
- Отказано
- Зарегистрировано
- 27 февраля 2016 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 9 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 7 марта 2016 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1381927 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #72.13.28.726) გამიჯვნასა და კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: არქიტექტურის სამსახურს, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მოცემული საკადასტრო ერთეულის გამიჯვნა არ მიაჩნია შესაძლებლად, ვინაიდან გამიჯვნის შედეგად წარმოიქმნება, კონფიგურაციით, განაშენიანების წესების მოთხოვნასთან სამშენებლოდ „შეუსაბამო“ მიწის ნაკვეთები, რაც ეწინააღმდეგება თბილისის ქალაქგანვითარების პრინციპებს, ზღუდავს ნაკვეთების ეფექტურ სამშენებლო გამოყენების შესაძლებლობას, ნაკვეთების სიგანე მათზე შენობათა განთავსებისას, უნდა იძლეოდეს სამეზობლო მიჯნებისა და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობას. აქვე გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, აღნიშნული საკადასტრო ერთეული (საკადასტრო კოდი: #72.13.28.726) ნაწილობრივ ხვდება საპროექტო რკინიგზის მარშუტის შეზღუდვის ზონაში, სადაც პროექტის დასრულებამდე შეზღუდულია ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები. დამატებით გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #72.13.28.726) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 1 (სზ–1). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად საცხოვრებელი ზონა 1 (სზ–1) წარმოადგენს ზონას რომელიც შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე. განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი). მოცემულ ფუნქციურ ზონაში, საცხოვრებელი ზონა 1 (სზ–1), კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტის განთავსების საკითხი საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას, შესაბამისად თქვენს მიერ შესაბამისი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში საკითხს განიხილავს „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო”. ასევე გაცნობებთ, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მოცემული და მიმდებარე ტერიტორია მიზანშეწონილია განვითარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების გზით. დამატებითი ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად, მუხლი 4. წესებში გამოყენებული ტერმინებისა და ძირითადი ცნებების განმარტებას: 3. განაშენიანების რეგულირების გეგმა - არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა და გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
Показать ещёСвернуть
- 7 марта 2016 г.Решение2464140 - Отказано
- 27 февраля 2016 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы3
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление