OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა აგლაძე , N 1 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა აგლაძე , N 1 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა აგლაძე , N 1 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა აგლაძე , N 1

AR1387108Разрешение на строительствоИное назначение17 марта 2016 г.- Дидубе
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
2533348
Дата решения
11 апреля 2016 г.
Результат
Выдано
Срок строительства
Начало: 3 декабря 2013 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ვლადიმერ აბრამიშვილი
Застройщик (код компании)
201943503

Участок

Кадастровый код
01.13.07.002.036
Собственник
შპს "რივერს ტაუერსი" (201943503)
Площадь
1 089 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1387108
Статус
Согласовано
Зарегистрировано
17 марта 2016 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
25 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 11 апреля 2016 г.Решение2533348 - Выдано
  2. 11 апреля 2016 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 17 მარტის №AR1387108 განაცხადით მომართა ვლადიმერ აბრამიშვილმა და ამავე სამსახურის 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანების ნაწილში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, აგლაძის ქუჩა №1–ში, შპს "რივერს ტაუერსი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.13.07.002.030), შეთანხმებული გრგ–ს მიხედვით პირველ სექტორში, მრავალფუნქციური კომპლექსის A, B და C ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. "A" ბლოკის მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 03 დეკემბრიდან 2016 წლის 03 მაისის ჩათვლით, "B" ბლოკის მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 03 დეკემბრიდან 2014 წლის 03 ივლისის ჩათვლით, ხოლო "C" ბლოკის მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 03 დეკემბრიდან 2014 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შპს „რივერს ტაუერსი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201943503). წარმოდგენილი განაცხადით, თავდაპირველი მიწის ნაკვეთის ინდივიდუალურ საკადასტრო ერთეულებად დაყოფის და ერთ–ერთი წარმოშობილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანების ნაწილში, კერძოდ, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის A ბლოკის მშენებლობის ნებართვის ნაწილში, დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად შპს „სითი თაუერის“ დაფიქსირება. სამსახურის 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანება გაცემულია ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, აგლაძის ქუჩა №1–ში, შპს "რივერს ტაუერსი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდი ბრძანების გაცემის დროისთვის წარმოადგენდა №01.13.07.002.030–ს. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში, აგლაძის ქუჩა №1–ში მდებარე სამი მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.13.07.002.036 (საჯარო რეესტრის ამონაწერი:განაცხ. რეგისტრაცია–N882014112588, მომზ. თარიღი: 10/04/2014 21:53:50), ს/კ 01.13.07.002.037 (საჯარო რეესტრის ამონაწერი:განაცხ. რეგისტრაცია–N882015703229, მომზ. თარიღი: 10/12/2015 16:23:38), ს/კ 01.13.07.002.035 (საჯარო რეესტრის ამონაწერი:განაცხ. რეგისტრაცია–N882014242654, მომზ. თარიღი: 03/06/2014 10:09:11) – ნაკვეთების ყოფილი ნომერი: 01.13.07.002.030) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "რივერს ტაუერსი". საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია–N882015246432, მომზ. თარიღი: 06/05/2015 15:30:12) მიხედვით, ქ. თბილისში, აგლაძის ქუჩა №1–ში მდებარე მეოთხე მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.13.07.002.038, მიწის ნაკვეთის წინა ნომერი: 01.13.07.002.030) მესაკუთრეს კი შპს „სითი თაუერი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405034519) წარმოადგენს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264 მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთი არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2016 წლის 17 მარტის №AR1387108 განაცხადთან ერთად ვლადიმერ აბრამიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა სამსახურის მიერ გაცემულ ბრძანებაში ცვლილების განხორციელებაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, გაცემული შპს „სითი თაუერის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მერაბ ჩადუნელის მიერ (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირების რეესტრიდან ამონაწერი (განცხ. რეგისტრაცია–B14078712, მომზ. თარიღ:04/08/2014 18:02:01)) საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის, რომელზეც მიმდინარეობს სამსახურის 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანებით გათვალისწინებული A ბლოკის მშენებლობა, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „სითი თაუერი“, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანების A ბლოკის მშენებლობის ნებართვის ნაწილში და A ბლოკის დამკვეთად შპს „სითი თაუერი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405034519) დაფიქსირდეს. სამსახურის 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 02 დეკემბრის №1023845 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 23 марта 2016 г.Ответ города
  4. 23 марта 2016 г.Файлы загружены
  5. 17 марта 2016 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы2

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление