ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარედ
Решение
- Номер решения
- 2571565
- Дата решения
- 28 апреля 2016 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ვასილი ჯალაღონია
- Организация
- 9557
- Застройщик (код компании)
- 401994099
Участок
- Кадастровый код
- 01.10.15.022.035
- Собственник
- პავლე ამირანაშვილი (P/N: *********22)
- Площадь
- 1 958 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.15.022.035Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1393419
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 5 апреля 2016 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с последней повторной подачи до решения
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 28 апреля 2016 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 05 აპრილს #AR1393419 განცხადებით მომართა ვასილი ჯალაღონიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზირზე, ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარედ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 01 აპრილის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს ეპიკ საბურთალო. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016174735, მომზადების თარიღი: 23/03/2016 წ., ს/კ: #01.10.15.022.035) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ეპიკ საბურთალო. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B15160223; მომზადების თარიღი: 06/08/2015 წ.; ს/კ: #401994099) თანახმად, შპს ეპიკ საბურთალოს დირექტორს წარმოადგენს ვასილი ჯალაღონია. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, კომერციულ ფართობად 1076.71 კვ.მ–ის ნაცვლად 1073.71 კვ.მ–ის, დამხმარე ფართობად 408.22 კვ.მ–ის ნაცვლად 749.27 კვ.მ–ის, ხოლო საერთო ფართობად 14627.44 კვ.მ–ის ნაცვლად 14965.49 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანებაში, კერძოდ: კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 1073.71 კვ.მ., დამხმარე ფართობად – 749.27 კვ.მ., საერთო ფართობად – 14965.49 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანებით შეთანხმებული +0.00, +3.10, +38.80 და +45.20 ნიშნულებზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2016 წლის 05 აპრილის #AR1393419 განცხადებით წარმოდგენილი +0.00, +3.10, +38.80 და +45.20 ნიშნულებზე მდებარე გეგმებით; 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #2515782 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 28 апреля 2016 г.Решение2571565 - Выдано
- 22 апреля 2016 г.Ответ города
- 22 апреля 2016 г.Файлы загружены
- 14 апреля 2016 г.Ответ города
- 14 апреля 2016 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы2
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление