OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N6ა

AR1416193Разрешение на строительствоИное назначение23 июня 2016 г.- Сабуртало
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
2669447
Дата решения
23 июня 2016 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
დავით ჩოჩიშვილი
Застройщик (код компании)
204889415

Участок

Кадастровый код
01.14.05.008.091
Собственник
შპს "ჯაზა" (204889415)
Площадь
3 636 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1416193
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
23 июня 2016 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
0 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 23 июня 2016 г.Ответ города

    23/06/2016 წლის №AR1416193 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 23/06/2016 წლის №AR1416193 განცხადებით მომართეს დავით ჩოჩიშვილმა, დარეჯან ბასილაიამ, ირაკლი კობახიძემ, ფირუზ მიქავამ, ნიკა მიქავამ, მარინე გელაშვილმა, ნიკა გელაშვილმა, ნინო უჩავამ, ნათია უჩავამ, ლევან ადეიშვილმა, იამზე ჩიქოვანმა და ელვირა ქურდობაძემ და ამავე სამსახურის 07/08/2015 წლის №2027450 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება მოითხოვეს. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურმა 07/08/2015 წლის №2027450 გადაწყვეტილებით N01.14.05.008.091 საკადასტრო ერთეულზე განთავსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლზე რეკონსტრუქცია მიშენება–დაშენებით განხორციელებისთვის დაადგინა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. დღეისათვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882015173333; მომზადების თარიღი: 30/03/2015 16:10:58) თანახმად, მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N01.14.05.008.091) წარმოადგენს დავით ჩოჩიშვილის, დარეჯან ბასილაიას, ირაკლი კობახიძის, ფირუზ მიქავას, ნიკა მიქავას, მარინე გელაშვილის, ნიკა გელაშვილის, ნინო უჩავას, ნათია უჩავას, ლევან ადეიშვილის, იამზე ჩიქოვანის, ელვირა ქურდობაძის, დავით ლაფაჩის, დავით ტორუას, თადეოზ შამათავას, ირაკლი ბიბილაშვილის, ლელა კამლაძის, ლია მესხელისა და მარგალიტა შუბითიძის თანასაკუთრებას. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან), არის მრავალბინიანი სახლი, შესაბამისად, სამსახურის 07/08/2015 წლის №2027450 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმი. დასახელებული კანონის 28-ე მუხლის მიხედვით ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ განმცხადებელთა მიერ ზემოაღნიშნული კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი ამხანაგობის კრების ოქმი წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, წინამდებარე განაცხდთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად განმცხადებელთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად მიღებული კრების ოქმი №2027450 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოთ განმცხადებლებს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინონ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად მიღებული კრების ოქმი №2027450 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 23/06/2016 წლის №AR1416193 განაცხადი დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 23 июня 2016 г.Решение2669447 - Другое

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление