ქალაქი თბილისი, მირიან მეფეს ქუჩა, N 68ა
Решение
- Номер решения
- 2796449
- Дата решения
- 12 сентября 2016 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 1 сентября 2015 г. – 1 сентября 2017 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ირაკლი გაბადაძე
- Застройщик (код компании)
- 202384856
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.037.632
- Собственник
- შპს "გ და თ სერვისი" (202384856)
- Площадь
- 4 403 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 18 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.037.632Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-3
- K1
- 0,7
- K2
- 0
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1434157
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 22 августа 2016 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 21 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 12 сентября 2016 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 01.09.2015 წ. №2169006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 22/08/2016 წ. #AR1434157 განცხადებით მომართა მოქ. ირაკლი გაბადაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 01.09.2015 წ. №2169006 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად სოსო კევლიშვილის ნაცვლად ირაკლი გაბადაძის მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 01.09.2015 წ. №2169006 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, შპს "გ და თ სერვისი"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.72.14.037.632) საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა სოსო კევლიშვილი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, #01.72.14.037.632 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "გ და თ სერვისი" (განაცხადის რეგისტრაციის #882016451489, ამონაწერის მომზადების თარიღი: 05/08/2016წ.). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიის ამონაწერის (რეგისტრაციის #B16014012 თარიღი: 04/02/2016) მიხედვით, შპს "გ და თ სერვისი"-ს დირექტორს დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ირაკლი გაბადაძე. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 01.09.2015 წ. №2169006 ბრძანებაში დამკვეთად სოსო კევლიშვილის ნაცვლად მიუთითოს ირაკლი გაბადაძე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 01.09.2015 წ. №2169006 ბრძანებაში და დამკვეთად სოსო კევლიშვილის ნაცვლად დაფიქსირდეს ირაკლი გაბადაძე; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 01.09.2015 წ. №2169006 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქ. #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 12 сентября 2016 г.Решение2796449 - Выдано
- 22 августа 2016 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- image****-**-**-****53.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление