ქალაქი თბილისი , ქუჩა ჯანაშია , N12/16 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ხორავა , N14
Решение
- Номер решения
- 2913780
- Дата решения
- 8 ноября 2016 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი მეგრელიშვილი
- Организация
- 3409
- Застройщик (код компании)
- 205306729
Участок
- Кадастровый код
- 01.15.02.023.016
- Собственник
- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "ჯანაშია 2014"
- Площадь
- 391 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.15.02.023.016Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1447912
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 11 октября 2016 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 28 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 8 ноября 2016 г.Решение2913780 - Выдано
- 8 ноября 2016 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 11 ოქტომბერს #AR1447912 განცხადებით მომართეს გიორგი მეგრელიშვილმა და ლევან ჯანჯღავამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი – მთაწმინდა), ჯანაშიას ქ. #12/16 / ხორავას ქ. #14-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია ე.ს.ა. „ჯანაშია 2014“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016632866, მომზადების თარიღი: 19/09/2016 წ., ს/კ: #01.15.02.023.016) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ე.ს.ა. „ჯანაშია 2014“. საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის (გარდა მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული სუბიექტებისა) შესაბამისად, (რეგისტრაციის ნომერი: #205306729, რეესტრში ჩართვის ცვლილების თარიღი: 23/10/2013) ე.ს.ა. „ჯანაშია 2014“-ის (ს/კ: #205306729) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლევანი ჯანჯღავა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, მანსარდის ფართობის - 87.9 კვ.მ-ის ამოღებას, საცხოვრებელ ფართობად 1456.9 კვ.მ–ის ნაცვლად 1540.8 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 286.8 კვ.მ–ის ნაცვლად 286.7 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 214.5 კვ.მ–ის ნაცვლად 219.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 130.2 კვ.მ–ის ნაცვლად 152.2 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 2548.0 კვ.მ–ის ნაცვლად 2570.6 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებაში, კერძოდ: ამოღებულ იქნას მანსარდის ფართობი - 87.9 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1540.8 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 286.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 219.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 152.2 კვ.მ., საერთო ფართობად - 2570.6 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებით შეთანხმებული ყველა გეგმა ჩანაცვლდეს 2016 წლის 11 ოქტომბრის #AR1447912 განცხადებით წარმოდგენილი ყველა გეგმით; 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის #2835045 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 22 октября 2016 г.Ответ города
- 22 октября 2016 г.Файлы загружены
- 11 октября 2016 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление