; ქალაქი თბილისი , ქუჩა მარუხის გმირები , N 15 , ზემო ვაკის განაშენიანება (ნაკვეთი N25)
Решение
- Номер решения
- 174798
- Дата решения
- 21 мая 2012 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი კვიწინაშვილი
- Застройщик (код компании)
- 205261278
Участок
- Кадастровый код
- 01.14.11.058.051
- Собственник
- შპს "მარუხი 2008" (205261278) (205261278)
- Площадь
- 1 810 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.11.058.051Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR145357
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 1 мая 2012 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 20 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 21 мая 2012 г.Ответ города
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 02 ივლისის სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების №981 პირობებში დამატების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2010 წლის 02 ივლისს ქ. თბილისში, მარუხის გმირების ქ. #15-ში (ზემო ვაკის განაშენიანება, ნაკვეთი #25) მდებარე შპს ,,მარუხი 2008"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დამტკიცდა №981 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 01 მაისს №AR145357 განცხადებით მომართა შპს ,,მარუხი 2008"–ის მინდობილმა პირმა გიორგი კვიწინაშვილმა და მოითხოვა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების №981 პირობებში ცვლილების შეტანა საპროექტო მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2010 წლის 02 ივლისს №981 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით გაცემული იქნა 1810 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.14.11.058.051, მესაკუთრე შპს ,,მარუხი 2008"). სამსახურის 2011 წლის 15 მარტს #01/476 ბრძანებით ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე შეთანხმებული იქნა შესაბამისი არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2011 წლის 16 აგვისტოს #ნ/2466 ბრძანებით გაიცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა #ნ/2466-1). დღევანდელი მდგომარეობით მოხდა საპროექტო მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილება ფართობისა და საკადასტრო კოდის ცვლილების გარეშე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტაციით (საკადასტრო გეგმის რეგისტრაციის №882011520574; მომზადების თარიღი: 09.12.2011 წ.; საკადასტრო კოდი: 01.14.11.058.051). ამასთან, ვინაიდან საპროექტო ობიექტი მშენებარეა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 3 (სზ–3)–სათვის დადგენილი პარამეტრები, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებელია #981 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში დამატების განხორციელება ახალი საკადასტრო გეგმის დაფიქსირებით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. ამდენად, სამსახურს ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს შპს ,,მარუხი 2008"–ის მინდობილი პირის გიორგი კვიწინაშვილის 2012 წლის 01 მაისის №AR145357 განცხადება; 2. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 02 ივლისის №981 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებს დაემატოს 2011 წლის 09 დეკემბერს მომზადებული საკადასტრო გეგმა (საკადასტრო გეგმის რეგისტრაციის №882011520574; მომზადების თარიღი: 09.12.2011 წ.; საკადასტრო კოდი: 01.14.11.058.051). 3. აღნიშნული ბრძანება განხილულ იქნას თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 02 ივლისის №981 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 21 мая 2012 г.Решение174798 - Выдано
- 1 мая 2012 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- mindob.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление