ქალაქი თბილისი , მაგნიტოგორსკის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი რეტერატის მიმდებარედ
Решение
- Номер решения
- 2947570
- Дата решения
- 15 ноября 2016 г.
- Результат
- Отказано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ბექა ივანიძე
- Застройщик (код компании)
- 406045649
Участок
- Кадастровый код
- 01.12.08.034.008
- Собственник
- გურამ მესხი (P/N: *********64)
- Площадь
- 80 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.12.08.034.008Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1454921
- Статус
- Отказано
- Зарегистрировано
- 8 ноября 2016 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 15 ноября 2016 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1454921 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.12.08.034.008) სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ, შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.მოცემულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1) – წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს; სატრანსპორტო ზონა 1 –ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობებისა (იხ.დანართი). თქვენს დაინტერესებაში არსებული ტერიტორია წარმოადგენს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივ–სარეკრეაციო სივრცის ნაწილს, რომელიც განკუთვნილია გზისპირა გამწვანებისთვის. ხოლო, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14–39 დადგენილების მუხლი 35–ის (საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შენობა–ნაგებობების და დანადგარების განთავსება ან/და სხვა სახით სარგებლობა) მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე, გაზონზე ან/და სხვა სახის გამწვანებულ ტერიტორიაზე ჯიხურების, დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების, ასევე მათი ინვენტარის განთავსება დაუშვებელია. ვინაიდან მოცემულ ფუნქციურ ზონაში, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)) შეენობა-ნაგებობის განთავსება კანონმდებლობით დასაშვები არ არის, ასევე ზემოაღნიშნული შეზღუდვებიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა და გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
Показать ещёСвернуть
- 15 ноября 2016 г.Решение2947570 - Отказано
- 8 ноября 2016 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление