OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა კალოუბანი , N 4 , (ნაკვ.24/004) , (იგივე III მასივი, VII კვარტალი, კორპუსი N4)

AR1465534Разрешение на строительствоИное назначение20 декабря 2016 г.- Варкетили
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3057723
Дата решения
3 февраля 2017 г.
Результат
Выдано
Срок строительства
28 января 2016 г. – 28 сентября 2017 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
თამარ კვიჟინაძე
Застройщик (код компании)
206285429

Участок

Кадастровый код
01.19.20.024.004
Собственник
სახელმწიფო
Площадь
1 689 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1465534
Статус
Согласовано
Зарегистрировано
20 декабря 2016 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
45 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 3 февраля 2017 г.Решение3057723 - Выдано
  2. 3 февраля 2017 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2394189 და 2016 წლის 22 მარტის№2495717 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 20 დეკემბერს №AR1465534 განცხადებით მომართა თამარ კვიჟინაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2394189 და 2016 წლის 22 მარტის №2495717 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2394189 ბრძანებით ქ. თბილისში, კალოუბანის ქ. №4, (ნაკვ. 24/004), (იგივე III მასივი, VII კვარტალი, კორპუსი №4), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.19.20.024.004) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 28 იანვრიდან 2017 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით. ამავე ბრძანების მე–4 პუნქტით დამკვეთს დაევალა ბრძანების გამოცემიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების შესაბამისად შედგენილი კრების ოქმის, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობაში ახალი წევრების (დამფუძნებელი წევრების გარდა) მიღების ან დამფუძნებელი წევრების გასვლის შემთხვევაში, მათი ამხანაგობაში მიღების/ამხანაგობიდან გასვლის ამსახველი დოკუმენტაციისა და იმ მესაკუთრეების (და შესაბამისი იპოთეკარების) თანხმობების, რომელთა საკუთრების საგანიც (იპოთეკის საგანი) იცვლება კორექტირებით, სამსახურში წარმოდგენა. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა №2394189 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი იყო. ამავე სამსახურის 2016 წლის 22 მარტის №2495717 ბრძანებით დამკვეთს – ამხანაგობა „ვარკეთილი 2006–ის" თავმჯდომარე თამარ კვიჟინაძეს სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2394189 ბრძანებით დადგენილი პირობა შესრულებულად ჩაეთვალა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2394189 და 2016 წლის 22 მარტის №2495717 ბრძანებებში ტექნიკური ხარვეზია, კერძოდ, ფართობების არასწორად დაანგარიშების გამო ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოსა და დამხმარე ფართობები არასწორადაა დაფიქსირებული. განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორებას და წარმოადგინა გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები – კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).:1898.47, დამხმარე ფართობი (კვ.მ).:411,76; სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2394189 და 2016 წლის 22 მარტის №2495717 ბრძანებებში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).:1898.47, დამხმარე ფართობი (კვ.მ).:411,76; სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2394189 და 2016 წლის 22 მარტის №2495717 ბრძანებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №2394189 და 2016 წლის 22 მარტის №2495717 ბრძანებებთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 15 января 2017 г.Ответ города
  4. 15 января 2017 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы1

  • ცვლილება ფართების გადანაწილებაში (გეგმები).pdfОткрыть ↗

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление