ქალაქი თბილისი , ქუჩა აგლაძე , N 1
Решение
- Номер решения
- 3114654
- Дата решения
- 23 февраля 2017 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- სერგო ვლასოვი
- Застройщик (код компании)
- 201943503
Участок
- Кадастровый код
- 01.13.07.002.035
- Собственник
- შპს "რივერს ტაუერსი" (201943503)
- Площадь
- 9 916 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.13.07.002.035Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1479715
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 18 февраля 2017 г.
- Тип
- Новое строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 5 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 23 февраля 2017 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ, რომ საკითხის განსახილველად საჭიროა გაითვალისწინოთ და წარმოადგინოთ შემდეგი: - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. შესაბამისად წარმოადგინეთ მთლიანი ფასადის საანგარიშო ზედაპირი და მასზე განთავსებული და განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. - წარმოსადგენია ახალი ფოტომონტაჟი, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება შემდეგი: საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ", თავი II, მუხლი 4, პ. 2-ის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. - საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს "რივერს ტაუერსი". მოიჯარეა სს "კრისტალი" და ქვემოიჯარეა შპს "სავაჭრო ცენტრი სას". წარმოდგენილია შპს "სავაჭრო ცენტრი სას"-სა და შპს "გათბობა და ვენტილაცია"-ს შორის დადებული ქვეიჯარის ხელშეკრულება. წარმოდგენილი ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ან სარეკლამო აბრის განთავსების უფლება, შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს შპს "სავაჭრო ცენტრი სას"-ის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა. ამასთან, იმისათვის რომ დადგინდეს, აქვს თუ არა თუ არა შპს "სავაჭრო ცენტრი სას"-ს ფართის ქვეიჯარით გადაცემის და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასა და რეკლამის განთავსებაზე უფლება, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სს "კრისტალსა" და ქვემოიჯარე შპს "სავაჭრო ცენტრი სას"-ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ფორმით დამოწმებული სს "კრისტალი"ს თანხმობა და ასევე, საჭიროების შემთხვევაში მესაკუთრის შპს "რივერს ტაუერსი"-ს თანხმობა. გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Показать ещёСвернуть
- 23 февраля 2017 г.Решение3114654
- 18 февраля 2017 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление