ქალაქი თბილისი , გამზირი აკაკი წერეთელი , N 27
Заявитель
- Имя
- გიორგი ხატიაშვილი
- Застройщик (код компании)
- 202361283
Участок
- Кадастровый код
- 01.13.07.004.003
- Собственник
- ამხანაგობა "სიმაღლე-წერეთელი" (202361283)
- Площадь
- 1 328 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.13.07.004.003Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1482426
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 28 февраля 2017 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 16 дн.
- с момента регистрации до последнего ответа города
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 16 марта 2017 г.Ответ города
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1482426 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირი #27-ში, #01.13.07.004.003 საკადასტრო ერთეულზე მიმდინარე მშენებლობას და ითხოვთ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ 2010 წლის 18 მაისს გაიცა #1805 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. 2011 წლის 19 აპრილს #01/817 ბრძანებით და #ნ/866-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი დიდუბე, აკაკი წერეთლის გამზირი #27-ში, ამხანაგობა „სიმაღლე-წერეთელი“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2011 წლის 20 აპრილიდან 2013 წლის 20 აპრილის ჩათვლით. 2013 წლის 15 მაისის #691705 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.04.2011 წ #01/817 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 17 მაისიდან 2015 წლის 17 მაისის ჩათვლით. 2014 წლის 21 მაისის #1337352 გადაწყვეტილებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ა. წერეთლის გამზირის, ვ. ბაგრატიონის ქუჩის, ფოთის ქუჩისა და ბათუმის შესახვევს შორის კორექტირებული ,,ჩარჩო გეგმა”. 2015 წლის 1 აპრილის #1816360 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ.თბილისის მერიის სსიპ - ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.12.2010 წ. #1805 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, კერძოდ, დაკორექტირდა განაშენიანების რეგულირების ხაზი. 2015 წლის 28 მაისის # 1917833 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.04.2011 წ #01/817 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 17 მაისიდან 2017 წლის 17 მაისის ჩათვლით. 2016 წლის 10 მარტის #2473903 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.12.2010 წ. #1805 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, და ფუნქციურ ზონად დაფიქსირდა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა-2 (სსზ-2); 2016 წლის 7 ოქტომბრის #2863895 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამზირი აკაკი წერეთელი, #27, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი #01.13.07.004.003), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 07.10.2016 წ-დან 07.10.2018 წ-ის ჩათვლით. 2016 წლის 14 ნოემბრის #2912065 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის #2863895 ბრძანებაში, კერძოდ, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საერთო ფართობი (კვ.მ).:14347.9, საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:1195.88, კომერციული ფართობი (კვ.მ).:1623.81 და შეთანხმებული +4.5 და +51.0 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა #AR1450576 განაცხადით წარმოდგენილი, ამავე ნიშნულების შესწორებული გეგმებით. სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის #2863895 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირი #27-ში, #01.13.07.004.003 საკადასტრო ერთეულზე სამსახურში, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. დამატებით გაცნობებთ, აღნიშნული ობიექტის სამშენებლო განვითარებასთან დაკავშირებით თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
Показать ещёСвернуть
- 28 февраля 2017 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- image****-**-**-****30.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление