OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , შესახვევი I , N 6

AR1495679Разрешение на строительствоИное назначение13 апреля 2017 г.- Вашлиджвари
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3223088
Дата решения
1 мая 2017 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ივანე ჟუჟუნაშვილი
Застройщик (код компании)
405183938

Участок

Кадастровый код
01.10.10.022.028
Собственник
ალექსანდრე მაღალაშვილი (P/N: *********34)
Площадь
1 233 м²
Назначение земли
სასოფლო-სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1495679
Статус
Согласовано
Зарегистрировано
13 апреля 2017 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
18 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 1 мая 2017 г.Ответ города

    სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1495679 ელექტრონული განაცხადი, ქ. თბილისში, გოძიაშვილის ქ. I შესახვევი, #6-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (ს/კ #01.10.10.022.028) საცხოვრებელი ზონა 5-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, გოძიაშვილის ქ. I შესახვევი, #6-ში არსებულმიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება ზოგადი საცხოვრებელი ზონა (სზ), რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების ტერიტორიებს. ვინაიდან წარმოდგენილი ტერიტორიისთვის გენერალური გეგმის მიხედვით არ არის დადგენილი კონკრეტული ქვეზონა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-19 მუხლის შესაბამისად მიმდებარე ტერიტორიის კვლევის და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახურს აქვს შესაძლებლობა იმსჯელოს ტერიტორიისათვის შესაბამისი ფუნქციური ზონის პარამეტრების მინიჭებასთან დაკავშირებით. 2017 წლის 13 თებერვალს #AR1477899 ელექტრონული განცხადებით სამსახურს მომართეს მოქალაქეებმა ანა კაჭკაჭიშვილმა და კახაბერ კახიანმა და მოითხოვეს ქ. თბილისში, გოძიაშვილის ქ. I შესახვევი, #6-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (ს/კ #01.10.10.022.028) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა. სამსახურის 02.03.2017წ. #3122965 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 25.10.2016 წ. №2910191 დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-19 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი მიმდებარე ტერიტორიის კვლევის და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად ზოგადი საცხოვრებელი ზონის ქვეზონად დაზუსტდა საცხოვრებელი ზონა 5 (სზ–5) თავისი შესაბამისი პარამეტრებით. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტი გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მისი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 2017 წლის 06 აპრილს #AR1493125 ელექტრონული განცხადებით სამსახურს მომართეს მოქალაქეებმა ანა კაჭკაჭიშვილმა და კახაბერ კახიანმა და მოითხოვეს ქ. თბილისში, გოძიაშვილის ქ. I შესახვევი, #6-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (ს/კ #01.10.10.022.028) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომლის საფუძველზე სამსახურში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. 2017 წლის 25 აპრილს # AR1496893 ელექტრონული განცხადებით სამსახურს კვლავ მომართეს მოქალაქეებმა ანა კაჭკაჭიშვილმა და კახაბერ კახიანმა და მოითხოვეს #3021586 ბრძანების ძალადაკარგულიდ გამოცხადება, რომლის საფუძველზეც სამსახურში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით, წარმოების ჩატარებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    Показать ещё
  2. 1 мая 2017 г.Решение3223088 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление