OpenCAD
Отказано

ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 8 ა , (ნაკვეთი N37/41) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 8 ა , (ნაკვეთი N37/42) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 8

AR1499301Разрешение на строительствоИное назначение28 апреля 2017 г.- Дидубе
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3262247
Дата решения
16 мая 2017 г.
Результат
Отказано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი მჭედლიშვილი
Застройщик (код компании)
404491297

Участок

Кадастровый код
01.12.08.037.093
Собственник
შპს იმფაირ ბილდინგ (404491297)
Площадь
2 241 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1499301
Статус
Отказано
Зарегистрировано
28 апреля 2017 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
18 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 16 мая 2017 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 2017 წლის 28 აპრილის №AR1499301 განცხადება, ამავე სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს №2764269 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის №2303520 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზ. №8ა, (ნაკვეთი№37/41), გურამიშვილის გამზ. №8ა, (ნაკვეთი№37/42), გურამიშვილის გამზ. №8, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/:№01.12.08.037.093) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, კომერციული) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს №2764269 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის №2303520 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს №2764269 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საერთო ფართობად: 14813.6 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად: 8148,85 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად: 1748,55კვ.მ-ის, კომერციული ფართობად: 2198,19 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად: 1658,26 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 1059.75 კვ.მ-ის დაფიქსირება. განმცხადებლის განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელებთან დაკავშირებული უზუსტობა განაპირობა ფრანგული აივნების ფართების დამატებამ და საცხოვრებელი ფართების გადათვლის დროს გამოვლენილმა ხარვეზებმა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 18 ნოემბრის №2303520 ბრძანებაში მითითებულია, საერთო ფართობი 14861.49 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 8172.61 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 1748.09 კვ.მ, კომერციული ფართობი 2222.79 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1057.61 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 1658.25 კვ.მ. რაც შეეხება 2017 წლის 28 აპრილის №AR1499301 განაცხადში აღნიშნულ მოთხოვნას, იგი წარმოადგენს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილს და მისი გასწორება საჭიროებს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას, არამედ სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (პროექტის კორექტირებას). შესაბამისად სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური შეცდომა ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტში, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 16 мая 2017 г.Решение3262247 - Отказано
  3. 28 апреля 2017 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление