ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 76 , (ნაკვეთი 02/049)
Решение
- Номер решения
- 3265408
- Дата решения
- 17 мая 2017 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- დალი კილაძე
- Застройщик (код компании)
- 205253839
Участок
- Кадастровый код
- 01.14.10.002.049
- Собственник
- ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
- Площадь
- 189 003 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.10.002.049Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1501602
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 11 мая 2017 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 17 мая 2017 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 მაისის #3242184 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 11 მაისს #AR1501602 განცხადებით მომართა დალი კილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 3 მაისის #3242184 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 3 მაისის #3242184 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში (სექტორი - ვაკე), ილია ჭავჭავაძის გამზ. #76-ში (ნაკვეთი 02/049) მდებარე შენობის (ძეგლი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 მაისიდან 2017 წლის 4 ივლისის ჩათვლით. ზემოაღნიშნული განცხადებით განმცხადებელი უთითებს, რომ სამსახურის 2017 წლის 3 მაისის #3242184 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებში ფართი არასწორად არის მითითებული. კერძოდ, პირველ სართულზე გამორჩენილია ბარის დახლის ფართი (8.1 კვ.მ.), ხოლო ნახევარსარდაფის სართულზე - კიბის პირველი ბაქანის ფართი (2,0 კვ.მ.) და კიბის ქვედა სივრცე (2,4 კვ.მ.), ხოლო საერთო ფართი შეადგენს 331,4 კვ.მ.-ს. შესაბამისად, მოთხოვნილია შეთანხმებული გეგმების 2017 წლის 11 მაისის #AR1501602 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული გეგმებით ჩანაცვლება. სამსახურმა 2017 წლის 11 მაისის #AR1501602 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა შეადარა 2017 წლის 3 მაისის #3242184 ბრძანებით შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა, დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 მაისის #3242184 ბრძანებაში. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული შესაბამისი გეგმები ჩანაცვლდეს 2017 წლის 11 მაისის #AR1501602 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 მაისის #3242184 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 17 мая 2017 г.Решение3265408 - Выдано
- 5 мая 2017 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- koreqtirebuli gegmebi.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление