ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა , N 23
Решение
- Номер решения
- 3449090
- Дата решения
- 3 августа 2017 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 24 июня 2015 г. – 24 июня 2016 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ლაშა გრიგალავა
- Застройщик (код компании)
- 205210369
Участок
- Кадастровый код
- 01.13.03.010.134
- Собственник
- ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
- Площадь
- 340 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.13.03.010.134Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Рекреационная
- Подзона
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1513393
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 12 июня 2017 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 52 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 3 августа 2017 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №1931165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 12 ივნისის №AR1513393 განცხადებით მომართეს ლაშა გრიგალავამ და ლევან ნადირაძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №1931165 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №1931165 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N23, შპს "ლაგი ჯგუფი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.13.03.010.134) სავაჭრო პავილიონის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 24 ივნისიდან 2016 წლის 24 ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "ლაგი ჯგუფი" (ს/ნ 400100109). წარმოდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №1931165 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად, შპს "ლაგი ჯგუფი"-ს ნაცვლად, შპს „ენერჯი სერვისი“-ს დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N882017370985; მომზადების თარიღი: 05.05.2017 16:33:40 ) მიხედვით, ქ. თბილისში, სექტორი-დიდუბე, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N23-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N01.13.03.010.134) მესაკუთრეა შპს „ენერჯი სერვისი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია -B17045147, მომზადების თარიღი: 24.04.2017 10:06:57) შპს „ენერჯი სერვისი“-ს (ს/ნ 205210369) დირექტორია ლევან ნადირაძე (პ.ნ 01024036665). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ენერჯი სერვისი“-ს საკუთრებას, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ენერჯი სერვისი “-ს დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №1931165 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „ენერჯი სერვისი“ (ს/კ კოდი: №205210369). 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №1931165 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 3 августа 2017 г.Решение3449090 - Выдано
- 3 августа 2017 г.Ответ города
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление