ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა
Решение
- Номер решения
- 3420193
- Дата решения
- 7 августа 2017 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- მარიამ ეფრემიძე
- Застройщик (код компании)
- 404993389
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.007.047
- Собственник
- ლუდმილა კიკნაძე (P/N: *********85)
- Площадь
- 740 м²
- Назначение земли
- სასოფლო-სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.007.047Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1525581
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 23 июля 2017 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 15 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 7 августа 2017 г.Ответ города
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ივნისის №740841 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 23 ივლისის # AR1525581 განცხადებით მომართა მარიამ ეფრემიძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ივნისის №740841 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 14 ივნისის №740841 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, მოქ. ლუდმილა კიკნაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. N 01.72.14.007.047), ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 14 ივნისიდან 2015 წლის 14 ივნისის ჩათვლით. ვინაიდან მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 14 ივნისის ჩათვლით, სამსახურის 2013 წლის 14 ივნისის №740841 ბრძანება, ვადის გასვლის გამო, ნებართვის გაცემის ნაწილში, ძალადაკარგულია. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882016860027, მომზადების თარიღი: 14/12/2016 11:08:42) თანახმად, ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, (საკ. კოდი: #01.72.14.007.047) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „RAPOL“ (404993389). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია - B16159392, მომზადების თარიღი: 24/11/2016 17:20:21) შპს „RAPOL“-ის დირექტორია ფედრამ ქიან ფარსა (1379307481) ირანი. სამსახურიში წარმოდგენილია ფედრამ ქიან ფარსას მიერ განმცხადებლის, მარიამ ეფრემიძის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: #170821493, თარიღი: 20.07.2017წ). ასევე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი ფოტომასალა. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს 2013 წლის 14 ივნისის №740841 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს მარიამ ეფრემიძის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქე მარიამ ეფრემიძის 2017 წლის 23 ივლისის # AR1525581 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ივნისის №740841 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 7 августа 2017 г.Решение3420193 - Выдано
- 23 июля 2017 г.Файлы загружены
- 23 июля 2017 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление