OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი , გამზირი ქეთევან წამებული , (ნაკვ. 42/006) / ქალაქი თბილისი , ბოჭორმის ქუჩა N14ა-ს მიმდებარედ

AR1525872Разрешение на строительствоИное назначение24 июля 2017 г.- Исани
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3431404
Дата решения
27 июля 2017 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
იაკობ ბერიძე
Застройщик (код компании)
404435250

Участок

Кадастровый код
01.17.13.042.017
Собственник
შპს GLOBAL DEFENSE GROUP (404435250)
Площадь
744 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1525872
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
24 июля 2017 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
3 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 27 июля 2017 г.Ответ города

    2017 წლის 24 ივლისის #AR1525872 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 24 ივლისის #AR1525872 განცხადებით მომართა იაკობ ბერიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 08 მაისის №3221582 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2017 წლის 08 მაისს ქალაქი თბილისი, გამზირი ქეთევან წამებული, (ნაკვ. 42/006)/ქალაქი თბილისი, ბოჭორმის ქუჩა N14ა-ს მიმდებარედ, საკ. კოდი: N01.17.13.042.017 მიწის ნაკვეთზე, დამტკიცდა №3221582 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882017258459, მომზადების თარიღი: 03/04/2017 12:32:58) თანახმად, ქალაქი თბილისი, გამზირი ქეთევან წამებული, (ნაკვ. 42/006)/ქალაქი თბილისი, ბოჭორმის ქუჩა N14ა-ს მიმდებარედ, საკ. კოდი: N01.17.13.042.017 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია - B17043133, მომზადების თარიღი: 13/04/2017 10:06:12), შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ის დირექტორია იაკობ ბერიძე. დღეისათვის განმცხადებელი 2017 წლის 24 ივლისის #AR1525872 განცხადებით ითხოვს სამსახურის 2017 წლის 08 მაისის №3221582 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. თუმცა 2017 წლის 15 ივლისის #AR1502506 განცხადებით სამსახურს მომართა იაკობ ბერიძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 08 მაისის №3221582 ბრძანების საფუძველზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული განაცხადი განხილვის პროცესშია. აქედან გამომდინარე, დასაზუსტებელია მოთხოვნა, სურს თუ არა განმცხადებელს 2017 წლის 08 მაისის №3221582 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, ვინაიდან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დაავალოს განმცხადებელს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოს მოთხოვნა, კერძოდ, აქვს თუ არა მესაკუთრეს სამსახურის 2017 წლის 08 მაისის №3221582 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებლებს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დააზუსტონ მოთხოვნა. კერძოდ, აქვთ თუ არა მესაკუთრეს სამსახურის 2017 წლის 08 მაისის №3221582 ბძანების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი. 2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იაკობ ბერიძის 2017 წლის 24 ივლისის #AR1525872 განცხადება დარჩეს განუხილველი; 3. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 27 июля 2017 г.Решение3431404 - Другое

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление