ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , N 79
Решение
- Номер решения
- 3589707
- Дата решения
- 5 октября 2017 г.
- Результат
- Отказано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- დავით პირველაშვილი
- Застройщик (код компании)
- 405047364
Участок
- Кадастровый код
- 01.12.04.001.145
- Собственник
- შპს გერმანული სამშენებლო კომპანია (405047364)
- Площадь
- 4 300 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.12.04.001.145Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1544271
- Статус
- Отказано
- Зарегистрировано
- 27 сентября 2017 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 8 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 5 октября 2017 г.Решение3589707 - Отказано
- 5 октября 2017 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა (შემდგომში - სამსახურის) განიხილა თქვენი 2017 წლის 27 სექტემბრის №AR1544271 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს №3468212 გადაწყვეტილების, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს №3468212 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი (ნაძალადევი), ჩარგლის ქ. #79–ში, მდებარე მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ( მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის #ბ–19/01171421561-17 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ–სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათ დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №ბ-19/011722511209-17 ბრძანებით ამავე სამსახურის მიერ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ.თბილისში, ჩარგლის ქ. №79-ში ს.კ: №01.12.04.001.145 მდებარე მშენებლობა დამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი - IV კლასი). რაც შეეხება, თქვენს მიერ განცხადებაში აღნიშნულ საკითხს, სადაც ითხოვთ სამსახურის №3468212 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას გაცნობებთ, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ დაფიქსირებულა. მოგვიანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №ბ-19/011722511209-17 ბრძანებით, მშენებლობადამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის თანახმად, „ქ. თბილისში (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა) თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დამკვეთს უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე, დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის შემდეგ აღნიშნული ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის გარეშე უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მისი დასაშვებობის დადასტურებაზე. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტისაგან განსხვავებით ნაწარმოები მშენებლობის დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით“. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს №3468212 გადაწყვეტილებით დადასტურდა მხოლოდ სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს №1599084 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტისაგან განსხვავებით ნაწარმოები მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული კი, არ ითვალისწინებს სამსახურის მიერ საპროექტო ობიექტის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ახალი გაანგარიშების შეთანხმების ვალდებულებას. ვინაიდან, ზემოაღნიშნული ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნის საფუძველზე, შენობა–ნაგებობის ფაქტობრივი მაჩვენებლების ასახვა ხდება ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
Показать ещёСвернуть
- 27 сентября 2017 г.Файлы загружены
- 26 сентября 2017 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление