OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , N 79

AR1547097Разрешение на строительствоИное назначение6 октября 2017 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3601115
Дата решения
11 октября 2017 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
დავით შენგელია
Организация
10042
Застройщик (код компании)
405047364

Участок

Кадастровый код
01.12.04.001.145
Собственник
შპს გერმანული სამშენებლო კომპანია (405047364)
Площадь
4 300 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

Документ

Номер
AR1547097
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
6 октября 2017 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
5 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 11 октября 2017 г.Ответ города

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 6 ოქტომბრის №AR1547097 განცხადებით მომართა დავით შენგელიამ და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩის N79-ში, შპს ,,გერმანული სამშენებლო კომპანიის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ №01.12.04.001.145 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას და განმარტავს, რომ უნდა შეიცვალოს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, საერთო ფართობად უნდა დაფიქსირდეს 3526.79 კვ.მ ნაცვლად 3456.11 კვ.მ-სა, საცხოვრებელ ფართობად უნდა დაფიქსირდეს 1764.22 კვ.მ ნაცვლად 1700.8 კვ.მ-სა, საზაფხულო ფართობი უნდა იყოს 337.2 კვ.მ ნაცვლად 330.9 კვ.მ-სა და დამხმარე ფართობად უნდა დაფიქსირდეს 593.5 კვ.მ ნაცვლად 592.5 კვ.მ-სა. განმცხადებელი ასევე ითხოვს 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმებული IV და V სართულების, 9.90 და 13.20 ნიშნულების საპროექტო გეგმების, 2017 წლის 6 ოქტომბრის №AR1547097განცხადებაში წარმოდგენილი IV და V სართულების, 9.90 და 13.20 ნიშნულების კორექტირებული საპროექტო გეგმებით ჩანაცვლებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურმა გამოიკვლია 2017 წლის 6 ოქტომბრის №AR1547097 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა, შეადარა 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1764.22 კვ.მ; საერთო ფართობად დაფიქსირდეს 3526.79 კვ.მ; საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 337.2 კვ.მ; დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 593.5 კვ.მ. 2. ჩანაცვლდეს, ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმებული IV და V სართულების, 9.90 და 13.20 ნიშნულების საპროექტო გეგმები, 2017 წლის 6 ოქტომბრის №AR1547097 განცხადებაში წარმოდგენილი IV და V სართულების, 9.90 და 13.20 ნიშნულების კორექტირებული საპროექტო გეგმებით. 3. სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 11 октября 2017 г.Решение3601115 - Другое
  3. 6 октября 2017 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление