OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ , N13-ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ , კორპუსი N13-ის მიმდებარედ

AR1550758Разрешение на строительствоИное назначение19 октября 2017 г.- Нуцубидзе
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3627495
Дата решения
20 октября 2017 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
დიმიტრი თოდუა
Застройщик (код компании)
205275165

Участок

Кадастровый код
01.14.02.010.079
Собственник
შპს "ლიდერ გრუპი" (205275165)
Площадь
2 835 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1550758
Статус
Согласовано
Зарегистрировано
19 октября 2017 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 20 октября 2017 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 19 ოქტომბრის №AR1550758 განცხადებით მომართა მოქ. დიმიტრი თოდუამ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, ნუცუბიძის IV მ/რ-ში, N13-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისში, ნუცუბიძის IV მ/რ-შ, N13 კორპუსის მიმდებარედ, შპს ,,ლიდერ გრუპის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ: №01.14.02.010.079, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 ნოემბრიდან 2020 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებით მშენებლობის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 18 ნოემბრიდან 2020 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მშენებლობის ვადა უნდა განისაზღვროს 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2020 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურმა 2017 წლის 19 ოქტომბრის №AR1550758 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა შეადარა სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადების მოთხოვნა საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: ამავე ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2020 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით“ . ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 20 октября 2017 г.Решение3627495 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление