OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , პეტრე ქავთარაძის ქუჩა N5

AR1559319Разрешение на строительствоИное назначение20 ноября 2017 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3733351
Дата решения
13 декабря 2017 г.
Результат
Выдано
Срок строительства
19 октября 2017 г. – 19 декабря 2017 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
შოთა გვანცელაძე
Застройщик (код компании)
416294405

Участок

Кадастровый код
01.14.03.038.023
Собственник
ამხანაგობა "ქავთარაძის ქ. N1-2007"
Площадь
907 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1559319
Статус
Согласовано
Зарегистрировано
20 ноября 2017 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
23 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 13 декабря 2017 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 20 ნოემბერს №AR1559319 განცხადებით მომართეს შოთა გვანცელაძემ, ალირეზა ყეზელარსალანიმ და ციცინო ახობაძემ. განმცხადებლება მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ: №01.14.03.038.023), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის № 3625227 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საზაფხულო ფართობად 1011.8 კვ.მ-ს ნაცვლად 1003.6 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 7228.4 კვ.მ-ისს ნაცვლად 7220.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურული გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1003.6 კვ.მ, საერთო ფართობად 7220.2 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 13 декабря 2017 г.Решение3733351 - Выдано
  3. 29 ноября 2017 г.Ответ города
  4. 20 ноября 2017 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление