ქალაქი თბილისი , ქუჩა ალეკო გობრონიძე , N 10 / ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , ავტოგასამართ ,,ვისოლის" მიმდებარედ (ნაკვეთი 02/104)
Решение
- Номер решения
- 3739451
- Дата решения
- 18 декабря 2017 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- რევაზ ტყემალაძე
- Застройщик (код компании)
- 404984228
Участок
- Кадастровый код
- 01.11.13.002.238
- Собственник
- შპს სამშობლო (404984228)
- Площадь
- 824 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.11.13.002.238Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1563163
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 7 декабря 2017 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 11 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 18 декабря 2017 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3617543 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 20 ნოემბერს №AR1559322 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3617543 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3617543 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ალეკო გობრონიძის ქუჩა №10-ში, მუხიანის დასახლებაში, ავტოგასამართ ,,ვისოლის" მიმდებარედ (ნაკვეთი 02/104), მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ: №01.11.13.002.238), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3617543 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საზაფხულო ფართობად 662.30 კვ.მ-ის ნაცვლად 659.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას, საოფისე ფართობად 223.30 კვ.მ-ის ნაცვლად 233.30 კვ.მ-ის და საერთო ფართობის 3854.42 კვ.მ-ის ნაცვლად 3861.42 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3617543 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3617543 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 659.30 კვ.მ, საოფისე ფართობად 233.30 კვ.მ, საერთო ფართობად 3861.42 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3617543 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3617543 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 18 декабря 2017 г.Решение3739451 - Выдано
- 7 декабря 2017 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- gldani.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление