ქალაქი თბილისი , რაფაელ აგლაძის ქუჩა N57 / ქალაქი თბილისი , კონსტანტინე სტანისლავსკის ქუჩა N1ა/ ქალაქი თბილისი , რაფაელ აგლაძის ქუჩა N59
- Общая площадь этажей
- 520,5 м²
- Площадь застройки
- 300 м²
- Площадь участка
- 5 289 м²
- Высота
- 7,8 м
- Заглубление
- 0,1 м
- Строительный объём
- 2 340 м³
Показатели в том виде, в каком их ввёл заявитель в форме; не проверены.
Решение
- Номер решения
- 3843078
- Дата решения
- 27 февраля 2018 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- დავით ცხვედიანი
- Застройщик (код компании)
- 401991760
Участники
- Заказчик
- Имя
- დავით ცხვედიანი
- Личный номер
- *********53
- Организация
- შპს ს.გ
- Код компании
- 401991760
- Главный архитектор
- Имя
- ივანე მირცხულავა
- Личный номер
- *********04
Лица, указанные заявителем в форме заявки.
Участок
- Кадастровый код
- 01.13.05.003.136
- Собственник
- შპს "ს.გ" (401991760)
- Площадь
- 5 289 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.13.05.003.136Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1571681
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 22 февраля 2018 г.
- Тип
- Новое строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 5 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 27 февраля 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული 2018 წლის 22 თებერვლის AR1571681 განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, რომლის პასუხად გაცნობებთ შემდეგს: საჭიროა შესაბამის ველში დააფიქსიროთ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტები და განმარტებით ბართში ასახოთ თუ, რა სახის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. თუ სამშენებლო სამუშაოები უნდა განვითარდეს 2013 წლის 13 მაისის №662073 და 2017 წლის 14 ივლისის ბრძანებების საფუძველზე საჭიროა საკითხი დააყენოთ ზემოაღნიშნულ ბრძზანებებში ცვლილებაზე და დააფიქსიროთ თქვენს მიერ ველში დაფიქსირებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტი ან საპროექტო დოკუმენტაცია მოიყვანოთ ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში (გაპი) დაფიქსირებული ფუნქცია-დანშნულების ობიექტთან შესაბამისობაში და აირჩიოთ შესაბამისი ნომენკლატურა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები საჭიროა საკითხი დააყენოთ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენაზე. ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №498 დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში. განხორციელებული ცვლილების თანახმად: დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში მითითებულ თარიღამდე (16.11.2017 წელი) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს თქვენს მოთხოვნაზე საჭიროა, არქიტექტურული პროექტი მომზადდეს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით (იხ. დანართი). ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგეილების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა აგრეთვე უნდა მოიცავდეს: III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს: დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას; კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს; სიმაღლის შეზღუდვებს; ფართობის შეზღუდვებს; გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს; მოთხოვნებს გასასვლელებისადმი; ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს; შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ; ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს - მ 1:200 ან/და მ 1:100: დაკავებულობის დატვირთვებს; გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს; გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს; გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს; მისაწვდომობის სვლაგეზს; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს; საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით - მ 1:50 ან/და მ 1:20; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს - მ 1:200: ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს; გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს; საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; შესაბამის ველ(ებ)ში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგეილების 51-ე მუხლის მიხედვით, წარმოდგენილ უნდა იქნეს საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნული შეფასება წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას. შესათანხმებლად წარმოდგენილი III – IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტი უნდა მოიცავდეს გარე კედლების და სახურავის დეტალურ პროექტსაც და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების მე-14 და მე-15 თავებს, რომელიც აწესებს გარე კედლების საფრის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების მინიმალურ მოთხოვნებს. აგრეთვე არეგულირებს სახურავზედა ნაგებობების დაგეგმარების მასალების, მშენებლობისა და ხარისხის სტანდარტებს. საჭიროა მოსაპირკეთებელ მასალებზე და ფერებზე მიუთითოთ საერთაშორისო (RAL, RGB) კოდები.
Показать ещёСвернуть
- 27 февраля 2018 г.Решение3843078
- 20 февраля 2018 г.Файлы загружены
- 20 февраля 2018 г.Файлы загружены
- 20 февраля 2018 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы7
- გენგეგმა ასატვირთი.pdfОткрыть ↗
- გენგეგმა.pla
- არსებული სიტუაცია.pdfОткрыть ↗
- გეგმები.pdfОткрыть ↗
- ჭრილი.pdfОткрыть ↗
- ფასადები.pdfОткрыть ↗
Показать все (7)Свернуть
- პროექტი.pla
Прочие файлы6
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление