OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი ; ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი

AR1571880Разрешение на строительствоИное назначение22 января 2018 г.- Крцаниси
Войдите, чтобы отслеживать

Заявитель

Имя
მიხეილ ბალიაშვილი
Застройщик (код компании)
404894030

Участок

Кадастровый код
01.18.06.014.169
Собственник
შპს "S-ინვესტი" (404894030)
Площадь
611 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1571880
Статус
Согласовано
Зарегистрировано
22 января 2018 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
21 дн.
с момента регистрации до последнего ответа города
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 12 февраля 2018 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 აგვისტოს №2158841 და 2016 წლის 15 თებერვლის #2431502 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 22 იანვარს #AR1571880 და #AR1571867 განცხადებებით მომართეს მიხეილ ბალიაშვილმა, ბესიკ ოქროპირიძემ და ლევან არველაძემ და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 აგვისტოს №2158841 და 2016 წლის 15 თებერვლის #2431502 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 25 აგვისტოს №2158841 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი კრწანისი, კრწანისის ქუჩაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: №01.18.06.014.109, №01.18.06.014.110, №01.18.06.014.111, №01.18.06.014.112), განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, სამი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო სამსახურის 2016 წლის 15 თებერვლის #2431502 ბრძანებით, აღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882017296869, მომზადების თარიღი: 13/04/2017 19:41:30) თანახმად, სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად, №01.18.06.014.109, №01.18.06.014.110, №01.18.06.014.111, №01.18.06.014.112 საკადასტრო ერთეულების გაერთიანების შედეგად წარმოიშვა #01.18.06.014.137 საკადასტრო ერთეული. საჯარო რეესტრის ამონაწერების (განცხადების რეგისტრაცია: #882017302548, მომზადების თარიღი: 18/04/2017 18:10:26), (განცხადების რეგისტრაცია: #882017302589, მომზადების თარიღი: 18/04/2017 18:30:43) და (განცხადების რეგისტრაცია: #882017302624, მომზადების თარიღი: 18/04/2017 18:39:49) თანახმად, #01.18.06.014.137 საკადასტრო ერთეულის დაყოფის შედეგად წარმოიშვა #01.18.06.014.154, #01.18.06.014.155 და #01.18.06.014.138 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. მოგვიანებით, (განცხადების რეგისტრაცია: #892017009445, მომზადების თარიღი: 28/11/2017 11:52:32) აღნიშნული მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოიშვა #01.18.06.014.168 საკადასტრო ერთეული. საჯარო რეესტრის ამონაწერების (განცხადების რეგისტრაცია: #892017149568, მომზადების თარიღი: 08/12/2017 10:50:36) და (განცხადების რეგისტრაცია: #892017149568, მომზადების თარიღი: 08/12/2017 10:57:30) თანახმად, 01.18.06.014.168 საკადასტრო ერთეული გაიყო #01.18.06.014.169 და #01.18.06.014.170 მიწის ნაკვეთებად. ამავე ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეა შპს „S-ინვესტი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადების რეგისტრაცია: - B17066090, 22/06/2017 13:11:39) შპს „S-ინვესტი“-ს დირექტორია ბესიკ ოქროპირიძე. განმცხადებლების მიერ, ასევე წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, რომლის შესაბამისად დგინდება, რომ ნულოვან ნიშნულამდე, საძირკვლის სამუშაოების ძირითადი ნაწილი ნაწარმოებია. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვენ მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამდენად, ვინაიდან მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს აღარ აქვს სამსახურის 2015 წლის 25 აგვისტოს №2158841 და 2016 წლის 15 თებერვლის #2431502 ბრძანებების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა, 2015 წლის 25 აგვისტოს №2158841 და 2016 წლის 15 თებერვლის #2431502 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მიხეილ ბალიაშვილის, ბესიკ ოქროპირიძის და ლევან არველაძის 2018 წლის 22 იანვრის #AR1571880 და #AR1571867 განცხადებები. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 აგვისტოს №2158841 და 2016 წლის 15 თებერვლის #2431502 ბრძანებები. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 8 февраля 2018 г.Ответ города
  3. 8 февраля 2018 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление