OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო , ვახუშტის ხიდთან , (ნაკვეთი N16/73)

AR1580890Разрешение на строительствоИное назначение28 февраля 2018 г.- Сабуртало
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3877124
Дата решения
21 марта 2018 г.
Результат
Выдано
Срок строительства
31 января 2018 г. – 31 августа 2020 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ბაჩანა ადამია
Застройщик (код компании)
405222744

Участок

Кадастровый код
01.10.13.016.073
Собственник
ბაჩანა ადამია (P/N: *********32) (P/N: *********32)
Площадь
1 767 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1580890
Статус
Согласовано
Зарегистрировано
28 февраля 2018 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
21 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 21 марта 2018 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 28 თებერვალს №AR1580890 განცხადებით მომართა ბაჩანა ადამიამ. განმცხადებელმა მოითხოვა 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდთან, (ნაკვეთი N16/73), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.10.13.016.073), ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. 2018 წლის 31 იანვრის №3799387 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდთან, (ნაკვეთი N16/73), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.10.13.016.073), ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვრიდან 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 9088.84 კვ.მ -ის ნაცვლად 9000.7 კვ.მ - ის, საოფისე ფართობად 5489.72 კვ.მ -ის ნაცვლად 5486.0 კვ.მ -ის, საზაფხულო ფართობად 1142.22 კვ.მ -ის ნაცვლად 1071.3 კვ.მ -ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 359.3 კვ.მ -ის ნაცვლად 359.6 კვ.მ -ის, ავტოსადგომის ფართობად 2015.8კვ.მ -ის ნაცვლად 2002.0 კვ.მ -ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში. კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 9000.7 კვ.მ, საოფისე ფართობად 5486.0 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1071.3 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 359.6 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 2002.0 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 28 თებერვალს №AR1580890 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 21 марта 2018 г.Решение3877124 - Выдано
  3. 28 февраля 2018 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление