OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , არსებული ავჭალა 1-ში , შესასვლეი გზის მიმდებარედ.

AR1582595Разрешение на строительствоИное назначение7 марта 2018 г.- Авчала
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3866447
Дата решения
15 марта 2018 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ლელაშვილი
Застройщик (код компании)
405018145

Участок

Кадастровый код
01.11.17.004.025
Собственник
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
Площадь
1 989 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1582595
Статус
Согласовано
Зарегистрировано
7 марта 2018 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
8 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 15 марта 2018 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3788627 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 7 მარტის №AR1582595 განცხადებით მომართეს გიორგი ლელაშვილმა და ჯემალ ლელაშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3788627 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2015 წლის 29 მაისის №1918585 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სექტორი გლდანი, დასახლება მუხიანი, არსებული ავჭალა 1–ში, შესასვლელი გზის მიმდებარედ, მოქ. მამუკა ქუხილავას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:№01.11.17.004.025 ) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებელობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 29 მაისიდან 2017 წლის 29 მაისის ჩათვლით. აღნიშნულის შემდგომ სამსახურის მიერ 2018 წლის 25 იანვრის №3788627 ბრძანებით გაიცა არქიტექტურული პროექტის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ახალი მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 26 იანვრიდან 2019 წლის 26 იანვრის ჩათვლით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B16055765, მომზადების თარიღი: 30/03/2016 15:45:38) ჯემალ ლელაშვილი წარმოადგენს შპს ,,მშენალიანსი"-ს (ID ნომერი: 405018145 ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3788627 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად, შპს "ახალმშენი 2016"-ის ნაცვლად, შპს ,,მშენალიანსი"-ს (ID ნომერი: 405018145) დაფიქსირებას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის (№01.11.17.004.025) მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია № 892018156471 - 23.02.2018; მომზადების თარიღი:01/03/2018 12:37:46) თანახმად წარმოადგენს შპს „მშენალიანსი“ (ID ნომერი: 405018145). შესაბამისად სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3788627 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „მშენალიანსი“ (ID ნომერი: 405018145 ). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3788627 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3788627 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 15 марта 2018 г.Решение3866447 - Выдано
  3. 9 марта 2018 г.Ответ города
  4. 7 марта 2018 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление