ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩიქოვანი , (ნაკვ. 08/014)
Решение
- Номер решения
- 3905642
- Дата решения
- 11 апреля 2018 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- კოტე მორალიშვილი
- Застройщик (код компании)
- 205301314
Участок
- Кадастровый код
- 01.14.14.008.014
- Собственник
- მაია ტრაპაიძე (P/N: *********45) (P/N: *********45)
- Площадь
- 936 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.14.008.014Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1586010
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 19 марта 2018 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 23 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 11 апреля 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 19 მარტს №AR1586010 განცხადებით მომართა კოტე მორალიშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ჩიქოვანის ქუჩაზე, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.14.008.014), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 08 ივლისიდან 2017 წლის 08 ივლისის ჩათვლით. 2017 წლის 10 ივლისს № 3373685 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ -ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 08 მარტის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 4245.8 კვ.მ - ის ნაცვლად 4301.6 კვ.მ -ის, საზაფხულო ფართობად 769 კვ.მ -ის ნაცვლად 840.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ტექნიკურ ეკონომიკურ-მაჩვენებლებში საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობიც, კერძოდ საერთო ფართობი 7125.63 კვ.მ ის ნაცვლად შეადგენს 7252.03 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 7252.03 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 4301.6 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 840.0 კვ.მ. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის №2697387 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 11 апреля 2018 г.Решение3905642 - Выдано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление