OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა მარაბდა , N 6 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , N 38-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , N 40 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , N 42 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , N 42-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , N 44 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , N 38

AR1589522Разрешение на строительствоИное назначение29 марта 2018 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3920243
Дата решения
23 апреля 2018 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ნინო ავჟანდაძე
Застройщик (код компании)
405067467

Участок

Кадастровый код
01.14.11.065.060
Собственник
გიორგი ჯელია (P/N: *********97)
Площадь
733 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1589522
Статус
Согласовано
Зарегистрировано
29 марта 2018 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
25 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 23 апреля 2018 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 29 მარტს №AR1589522 განცხადებით მომართეს მოქ. ნინო ავჟანდაძემ და გიორგი ბაკურაძემ, განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, მარაბდის ქუჩა N 6-ში /ქალაქი თბილისი, შატბერაშვილი ქუჩა N 38-ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი, შატბერაშვილი ქუჩა N40-ში/ ქალაქი თბილისი, შატბერაშვილი ქუჩა N 42-ში / ქალაქი თბილისი, შატბერაშვილი ქუჩა N 42-ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი, შატბერაშვილი ქუჩა N44-ში / ქალაქი თბილისი, შატბერაშვილი ქუჩა N 38-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ: №01.14.11.065.060, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2017 წლის 9 ივნისს №3303610 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ნაწილში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 1073 კვ.მ, საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 312.3 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 204.6 კვ.მ, დამხმარე ფართობად დაფიქსირდა 105.4 კვ.მ, საერთო ფართობად დაფიქსირდა 2014 კვ.მ. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლები ითხოვენ ტექნიკური ხარვეზის გასწორებას სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 1073 კვ.მ-ის ნაცვლად 1084.7კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 204.6 კვ.მ-ის ნაცვლად 216.3 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 105.4 კვ.მ-ის ნაცვლად 115.3 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 2014 კვ.მ-ის ნაცვლად 2047.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ შეცვლილ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი არასწორად იყო დათვლილი, კერძოდ: საცხოვრებელი ფართობი 1084.7კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 1083.4კვ.მ-ს. საცხოვრებელი ფართობის ცვლილებასთან ერთად შეიცვლება საერთო ფართობის მაჩვენებელიც და 2047.3 კვ.მ-ის ნაცვლად გახდება 2046.0კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1083.4კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 216.3 კვ.მ, დამხმარე ფართობად 115.3 კვ.მ, საერთო ფართობად 2046.0კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2719730 ბრძანებასთან ერთად ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    Показать ещё
  2. 23 апреля 2018 г.Решение3920243 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление