ქალაქი თბილისი , ვაზისუბნის 1 მ/რ, N 12 კორპუსსა და სურსათვაჭრობის N 3 უნივერსამს შორის
Решение
- Номер решения
- 231148
- Дата решения
- 28 июня 2012 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 13 марта 2012 г. – 13 сентября 2013 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ვახტანგ მახათაძე
- Организация
- 10682
- Застройщик (код компании)
- 406062004
Участок
- Кадастровый код
- 01.17.07.036.002
- Собственник
- დარეჯან კირცხალია (P/N: *********41) (P/N: *********41)
- Площадь
- 210 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.07.036.002Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR159673
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 20 июня 2012 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 8 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 28 июня 2012 г.Решение231148 - Выдано
- 28 июня 2012 г.Ответ города
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 07 მარტის №01/572 ბრძანებასა და №ნ/580-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 18 ივნისს №AR159673 განცხადებით მომართა შპს "ვაუ"-ს (ID 406062004) დირექტორმა ვახტანგ მახათაძემ და მოითხოვა 2010 წლის 05 ივლისის №986 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, 2012 წლის 07 მარტის №01/572 ბრძანებასა და №ნ/580-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანა დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2010 წლის 05 ივლისს ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ, №12 კორპუსსა და სურსათვაჭრობის №3 უნივერსამს შორის არსებულ №036/002 მიწის ნაკვეთზე გაიცა №986 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები, ხოლო 2012 წლის 07 მარტის №01/572 ბრძანებით შეთანმხდა სასტუმროს მოწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (მშენებლობის სანებართვო მოწმობა №ნ/580-1), რომელშიც მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 13 მარტიდან 2013 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში დამკვეთად მითითებულ იქნა მოქ. დარეჯან კირცხალია. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს "ვაუ"-ს საკუთრებას (საჯარო რეესტრის ამონაწერის რეგისტრაციის №882012119138, მომზადების თარიღი 27.03.2012წ., საკადასტრო კოდი: №01.17.07.036.002). განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა ძველი დამკვეთის, მოქ. დარეჯან კირცხალიას (15.06.2012წ. №120627008) თანხმობა 2010 წლის 05 ივლისის №986 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, 2012 წლის 07 მარტის №01/572 ბრძანებასა და №ნ/580-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების განხორციელებაზე. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ნაწილობრივ დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად: ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს "ვაუ"-ს (ID 406062004) დირექტორის ვახტანგ მახათაძის 2012 წლის 18 ივნისის №AR159673 განცხადება; 2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 07 მარტის №01/572 ბრძანებასა და №ნ/580-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში, კერძოდ: დამკვეთად დარეჯან კირცხალიას ნაცვლად დაფიქსირდეს შპს "ვაუ"; 3. საპროექტო დოკუმენტაციას დაერთოს ახალი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ამონაწერის რეგისტრაციის №882012119138, მომზადების თარიღი 27.03.2012წ., საკადასტრო კოდი: №01.17.07.036.002); 4. აღნიშნული ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 07 მარტის №01/572 ბრძანებასა და №ნ/580-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 18 июня 2012 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- Aqtebi-vazisubani.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление