OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია; ქალაქი თბილისი , აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია; ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი; ქალაქი თბილისი , აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია; ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1598888Разрешение на строительствоИное назначение5 мая 2018 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
3959397
Дата решения
14 мая 2018 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ირაკლი ბოჭორიშვილი
Застройщик (код компании)
404497914

Участок

Кадастровый код
01.72.14.014.818
Собственник
შპს "კონდი" (404497914)
Площадь
148 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1598888
Статус
Согласовано
Зарегистрировано
5 мая 2018 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
9 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 14 мая 2018 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 მაისის №3946648 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 5 მაისს №AR1598888 განცხადებით მომართა ირაკლი ბოჭორიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 4 მაისის №3946648 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მიწის ნაკვეთის ფართობის მითითებასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მარტის №3174806 ბრძანებით ქალაქ თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე №01.72.14.014.247 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2018 წლის 4 მაისის №3946648 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მარტის №3174806 ბრძანებაში. კერძოდ: არსებულ საკადასტრო ერთეულს (ს/კ: №01.72.14.014.247) დაემატა შემდეგი ოთხი საკადასტრო ერთეული: (ს/კ: №01.72.14.014.248, განცხადების რეგისტრაცია: №882010922746, მომზადების თარიღი: 14/12/10 ფართობი: 148 კვ.მ; ს/კ: №01.72.14.014.818, განცხადების რეგისტრაცია: №882017308779 მომზადების თარიღი: 21/04/2017 ფართობი: 148 კვ.მ; ს/კ: №01.72.14.014.837, განცხადების რეგისტრაცია: №882017479596 მომზადების თარიღი: 07/06/2017, ფართობი: 7 კვ.მ; ს/კ 01.72.14.014.838, განცხადების რეგისტრაცია: №882017497306 მომზადების თარიღი: 13/06/2017 ფართობი: 11 კვ.მ.) საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა მრავალფუნქციური შენობა: საკონდიტრო, მაღაზია, საცხობი, ოფისი და მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფი დამხმარე ფართები. ფუნქციურ დანიშნულებად მიეთითა: საოფისე, კომერციული, სავაჭრო, დამხმარე. განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზ(ებ)ი დაუდგინდა დანართის შესაბამისად. ასევე გაფრთხილების ველში დაფიქსირდა, რომ პროექტის შეთანხმების სტადიაზე გაერთიანებულ უნდა იქნას აღნიშნული მიწის ნაკვეთები და მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო ფუნქცია შეიცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. სამსახურის მიერ, საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული N 01.72.14.014.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კერძოდ 1000.00 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირებულ იქნა 148 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (რეგისტრაციის ნომერი: N 882017260475 03/04/2017; მომზადების თარიღი: 03/04/2017 14:32:48), N01.72.14.014.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1000.00 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 4 მაისის №3946648 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 მაისის №3946648 ბრძანებაში. კერძოდ, აღნიშნულ ბრძანებაში N01.72.14.014.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობად დაფიქსირდეს 1000.00 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 მაისის №3946648 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მარტის №3174806 და 2018 წლის 4 მაისის №3946648 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 14 мая 2018 г.Решение3959397 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление