OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ჭავჭავაძის გამზირი N23ა.

AR1601047Разрешение на строительствоИное назначение15 мая 2018 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Заявитель

Имя
ლანა გოგილაშვილი
Застройщик (код компании)
405021925

Участок

Кадастровый код
01.14.14.005.075
Собственник
შპს "ს-1" (204872753)
Площадь
1 342 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1601047
Статус
Согласовано
Зарегистрировано
15 мая 2018 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
14 дн.
с момента регистрации до последнего ответа города
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 29 мая 2018 г.Ответ города

    სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1601047 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, #01.14.14.005.075 საკადასტრო ერთეულზე მიმდინარე საქმისწარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ 2014 წლის 08 მაისის #1257103 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2010 წლის 28 სექტემბრის #1444 რეგისტრაციით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ დაემატა ახალი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმები (საკადასტრო ერთეული 01.14.14.012.058 ფართობით 7კვ.მ; 01.14.14.012.063 ფართობით 32კვ.მ; 01.14.14.012.060 ფართობით 279კვ.მ; 01.14.14.012.061 ფართობით 48კვ.მ; 01.14.14.005.187 ფართობით 332კვ.მ; #01.14.14.005.075 ფართობით 1342კვ.მ.); ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.09.2010 წ. #1444 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებს დაემატა ჩანაწერი, „საპროექტო ტერიტორიის მიწისქვეშა სივრცის, საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად ათვისების თაობაზე“. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.09.2010 წ. #1444 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებთან და ამავე სამსახურის 02.09.2011 წ. #3520 ბრძანებასთან ერთად. 2017 წლის 13 იანვრის #3043321 ბრძანებით ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #23ა-ში, #01.14.14.005.075 საკადასტრო ერთეულზე შეთანხმებული მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტის (#01/3339, 03.11.11წ) საფუძველზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, რომლის საფუძველზეც სამსახურის 2017 წლის 07 აპრილის #3197463 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 02 თებერვლის #25 ბრძანებით შეჩერებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 07 აპრილის #3197463 ბრძანების მოქმედება მოქალაქე თამაზ გომიაშვილის 2017 წლის 12 დეკემბრის #19/01173461692-01 ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 თებერვლის #49 ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე თამაზ გომიაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის #3197463 ბრძანება. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2018 წლის 02 თებერვლის #25 ბრძანება და სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცე. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სამსახურში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან გაცნობებთ, რომ სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ფიქსირდება მოქალაქე ვასილ ცოტაძის 2018 წლის 31 მარტის #AR1589997 განაცხადი, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისში, #01.14.14.005.075 საკადასტრო ერთეულზე ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდას, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. ამასთან განგიმარტავთ, იმისათვის რომ დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილი „შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტი“-ზე ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს. (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი შეიძლება მოგადგეთ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენს მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    Показать ещё

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление