ქალაქი თბილისი, მწვანე ქუჩა N1
Решение
- Номер решения
- 4014000
- Дата решения
- 14 июня 2018 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ბექა კალანდაძე
- Застройщик (код компании)
- 405168027
Участок
- Кадастровый код
- 01.11.09.004.015
- Собственник
- სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Площадь
- 2 284 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.11.09.004.015Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1603323
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 24 мая 2018 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 21 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 14 июня 2018 г.Решение4014000 - Выдано
- 14 июня 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 03 იანვრის №3762886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 24 მაისს №AR1603323 განცხადებით მომართა ბექა კალანდაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 03 იანვრის №3762886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის № 3895476 და 2018 წლის 22 მაისის #3973750 ბრძანებების ბათილად ცნობა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2018 წლის 3 იანვრის №3762886 ბრძანებით ქ. თბილისში, დასახლება გლდანი, მიკრო/რაიონი V, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.11.09.004.015) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო ამავე სამსახურის 2018 წლის 2 მარტის №3845687 ბრძანებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 2 მარტის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №3895476 ბრძანებით, 2018 წლის 3 იანვრის №3762886 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართობი - 8017.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობი - 1131.3 კვ.მ, საერთო ფართობი - 12845.1კვ.მ; ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. ამავე სამსახურის 2018 წლის 22 მაისის #3973750 ბრძანებით, ასევე გასწორდა ტექნკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3762886 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 სართულების საპროექტო გეგმები ჩაანაცვლდა განმცხადებლის მიერ 2018 წლის 30 აპრილის №AR1596551 განცხადებით წარმოდგენილი ამავე სართულების გასწორებული საპროექტო გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3762886 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ითხოვს მის გასწორებას. კერძოდ, ითხოვს დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი - 8017.5 კვ.მ, საზაფრულო ფართობი - 1436.3 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 1131.3 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი - 12869.3 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესაბამისი გეგმები. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3762886 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან. ამასთან, ვინაიდან 2018 წლის 5 აპრილის №3895476 ბრძანებით საცხოვრებელი ფართობი უკვე დაფიქსირებულია 8017.5 კვ.მ, შესაბამისად წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილი იგივე ფართობის ხელმეორედ დაფიქსირება სამსახურის მისანშეწონილად არ მიაჩნია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. აქედან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ბათილად ცნოს ამავე სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის № 3895476 და 2018 წლის 22 მაისის #3973750 ბრძანებები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3762886 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი: 12869.3 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1436.3 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 1131.3 კვ.მ. ასევე, ზემოაღნიშნული ბრძანებებით შეთანხმებული მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 სართულების საპროექტო გეგმები ჩაანაცვლდეს განმცხადებლის მიერ წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე სართულების გასწორებული საპროექტო გეგმებით. სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3762886 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3762886 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 24 мая 2018 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- gegmebi.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление