ქალაქი თბილისი , გამზირი აკ. წერეთელი , N 49-51-51ა
Решение
- Номер решения
- 3997943
- Дата решения
- 5 июня 2018 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- თამაზი იაშვილი
- Застройщик (код компании)
- 202348637
Участок
- Кадастровый код
- 01.13.06.010.020
- Собственник
- ი.ბ.ა. "წერეთლის 49-51" (202348637)
- Площадь
- 2 167 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.13.06.010.020Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1604309
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 28 мая 2018 г.
- Тип
- Новое строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 8 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 5 июня 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ შემდეგს: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილების მე–2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ–ერთი მიზანია „მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება,“ ამავე მუხლის ,,ტ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის ცალკეული უბნების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება, ხოლო ამავე მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური უზრუნველყოფს მის ფუნქციებში შემავალი თბილისის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილების შეფასებას. აქედან გამომდინარე, სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება“ და შესაბამისად სამსახური ვერ მიიღებს საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოები არ შეესაბამება განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა არსებული საზაფხულო კაფის მოწყობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საყვავილეებს შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ 01.13.06.010.020 ს/კ ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოსადგენია დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები თარიღის მითითებით და ამ ფოტოსურათებზე დამუშავებული განახლებული ფოტომონტაჟი. ასევე საკადასტრო გეგმა საყვავილეების დატანით. წარმოდგენილ იქნეს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განიმარტოს ვინ არის დაინტერესებული საპროექტო სამუშაოებით და საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს ინტერესის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვინაიდან ობიექტი არის ექპსლუატაციაში მიღებული საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე. წარმოსადგენია სათანადო წესით დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი (მობინადრეთა თანხმობა) ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, კრების დამსწრე წევრების რიცხვითი და %–ული რაოდენობის მითითებით. შესაბამისად წარმოსადგენია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომლის თანახმად, კრების დამსწრე წევრები შეადგენენ ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ს (67%) და ჩასატარებელ სამშენებლო სამუშაოებს მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Показать ещёСвернуть
- 5 июня 2018 г.Решение3997943
- 28 мая 2018 г.Файлы загружены
Документы
Согласия и приказы1
- თანხმობა.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление