ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 80-82/2 , საბურთალოს ქუჩა N4, N6 , (ნაკვეთი N28/37)
Решение
- Номер решения
- 4045218
- Дата решения
- 2 июля 2018 г.
- Результат
- Отказано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გივი სეთურიძე
- Застройщик (код компании)
- 205317548
Участок
- Кадастровый код
- 01.10.13.028.037
- Собственник
- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "სააკაძე-2007"
- Площадь
- 2 164 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.13.028.037Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1610781
- Статус
- Отказано
- Зарегистрировано
- 22 июня 2018 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 10 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 2 июля 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 22 ივნისს №AR1610781 განცხადებით მომართა გივი სეთურიძემ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972831 ბრძანების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადება. პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში. ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში. გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამდენად, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკამყოფილოს გივი სეთურიძის მოთხოვნა 2018 წლის 21 მაისის №3972831 ბრძანების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ასევე განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მე–11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ თვლით, რომ სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972831 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს თქვენს კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 2 июля 2018 г.Решение4045218 - Отказано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление